ნიკოლოზ გელაშვილმა თბილისის "დინამო" დატოვა

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" გუნდის ფორვარდმა ნიკოლოზ გელაშვილმა დატოვა.

აღნიშნული ინფორმაცია Sportall.ge-ს თბილისური გუნდის პრესსამსახურმა დაუდასტურა.

როგორც პრესსამსახურმა გვითხრა, ფეხბურთელსა და კლუბს შორის კონტრაქტის გაწყვეტა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მოხდა. შეგახსენებთ, რომ გელაშვილი თბილისის "დინამოში" ამ წლის ზამთარს კვიპროსული "პაფოსიდან" გადაბარგდა.

30 წლის გელაშვილი კარიერის მანძილზე "ვიტ ჯორჯიის", "კახეთის", "ზესტაფონის", "ბოხუმის", "ყარაბახის", "ფლამურტარის" და "პაფოსის" ღირსებას იცავდა.

ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს ფორვარდი კარიერას. უცნობია ისიც, აპირებს თუ არა "დინამო" ევროპალიგის პლეი ოფამდე ფორვარდის დამატებას. შეგახსენებთ, რომ ევროპალიგის პლეი ოფში თბილისელთა მეტოქე ბერძნული პაოკ-ი იქნება.
პირველი შეხვედრა 18 აგვისტოს "დინამო არენაზე" გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 39 /
...amisulashvilic miayolet
Surami
12:26 06-08-2016
0
რამდენი ძალით ბალეშიკი წერთ აქ, ქართველები რომ ბოღმიანი ხალხია ესეთი ჯერ არსად არ დაბადებულა, არც მე მომწონს ბოლო წლებში მისი თამაში მაგრამ იმის ლაპარაკი რომ 5 წელში 16 გოლზე მეტი არ გაუტანია მარტო ძალით ბალეშიკი თუ დაწერს, 1 წელი ტრამვა ქონდა საერთოდ არ უთამაშია და მე 16 გოლზე მეტი დავთვალე, ამისულაშვილზე რომ წერთ ესეთ რაღაცეებს არ გცხვენიათ? არასდროს არაფერი ეშველება ჩვენ ქვეყანას სანამ ამდენი შურიანი ხელმოცარული არაფრის მცოდნე ხალხი იქნება
Guja
12:49 06-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული