მათე ვაწაძე თბილისის "დინამოსთვის" შეუტევს?

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და დანიური "ორჰუსის" ფორვარდი მათე ვაწაძე კარიერას, სავარაუდოდ, თბილისის "დინამოში" გააგრძელებს.

როგორც Sportall.ge-სთვის გახდა ცნობილი, თბილისურ კლუბსა და ფორვარდს შორის მოლაპარაკებები უკვე შედგა და უახლოეს დღეებში ვაწაძე "დინამოს" შეუერთდება. აღსანიშნავია, რომ "დინამო" გუნდის ორმა ფორვარდმა, გიორგი ქვილითაიამ და ნიკოლოზ გელაშვილმა დატოვეს.

ვაწაძეს ბოლოს პრობლემები ჰქონდა გუნდში და წასვლაც სურდა. როგორც ფეხბურთელი აცხადებდა, დანიიდან შემოთავაზებები ჰქონდა კიდეც, თუმცა გუნდის მთავარი მწვრთნელი მის კონკურენტ გუნდში გადასვლაზე უარს აცხადებდა. დანიური მედია იმასაც წერდა, ვაწაძემ "ორჰუსში" კარიერა დაასრულა მიუხედავად იმისა, რომ
კიდევ ერთი წელი აკავშირებს გუნდთანო...

- მათე ვაწაძე და "ორჰუსი" სიტყვიერად შეთანხმდნენ...
-  მათე ვაწაძე: "ორჰუსის" მწვრთნელი ყველაფერს მე მაბრალებს...

ვაწაძე "დინამოს" პირველ გუნდში 2005-დან 2011-წლამდე თამაშობდა. ამ ხნის მანძილზე მან დინამოელთა მაისურით 96 ჩატარებულ მატჩში 42 გოლი გაიტანა. ამის შემდეგ ფეხბურთელი რუსულ "ვოლგაში" გადაბარგდა, საიდანაც 1 წელიწადში სამშობლოში, ამჯერად გორის "დილაში" დაბრუნდა. 2012 წლის სექტემბრიდან ვაწაძე "ორჰუსის" ფეხბურთელია.
მკითხველის კომენტარები / 15 /
ჩამოიყვანონ რა ეს ოქიაშვილი , მერამდენედ ვწერ უკვე:D.. არაბიზე , დაუშვილი გამოადგება , / რა მოხდება ,ან რა დაშავდება ინათხოვრონ ამ ევრო თურნირებისთვის, რამოდენინე თამაშია სულ, უფროსწორად მხოლოდ ორი თამაშით, მაინც სულ ტყულად არიან იქ არაფერი არ ეკარგებათ მაგით
Vaso
11:29 06-08-2016
0
ვაწაძე გაცილებით შედეგიანი იქნება, კარგი იქნება თუ დაიმატეს, როგორ მიხვდნენ რო გელაშვილი გასაშვებია მიკვირს რა, წარმატებები დინამოს.
ბესო
10:54 06-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული