12:12 08-08-2016
ზუგდიდი-კოლხეთი 0:1 - ჩემპიონატის პირველი გოლი [VIDEO]
AutoSharing Option
28-ე გათამაშების პირველი გოლი ზემო ეწერში გავიდა, სადაც ცენტრალურ სტადიონზე ერთმანეთს "ზუგდიდი" და ფოთის "კოლხეთი" უპირისპირდებოდნენ.
გოლი 25-ე წუთზე, 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმით, ფოთელთა კაპიტანმა ომარ გოგონაიამ გაიტანა.
საბოლოოდ თამაში "კოლხეთის" გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. შეხვედრას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი და ტექნიკური დირექტორი ზაზა ზამთარაძე ესწრებოდნენ.
საქართველოს XXVIII ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. I ტური. წითელი ჯგუფი
07.08. ზედა ეწერი
ზუგდიდი-კოლხეთი 0:1
გოლი: 0:1 გოგონაია (26-პენ)
ზუგდიდი: ზარქუა - იოსელიანი, აფაქიძე, ჩიკვილაძე, აზიზ დი კონტეჰი - ტყემალაძე, ბეჭავაია, ლაშხია, სიხარულია (61. თუთბერიძე), შ. ლომია (73. ჭანკოტაძე) - ს. ლომია (55. კუკავა).
სათადარიგოები: დაუშვილი, ლ. ჭელიძე, გ. ქანთარია, ნ. ქირია
მწვრთნელი: ოთარ გაბელია
კოლხეთი: თებიძე - გ. კილასონია, რამალდანოვი (73. ჩაკვეტაძე), გოგონაია, ოზარკივი - შ. კერძევაძე, კორობკა - გედენიძე (81. ქებურია), ბოლქვაძე, ივანკო (78. ჟიშკარიანი), ნიქაბაძე.
სათადარიგოები: ძაგანია, ტუღუში, ლუკავა, ჯღამაია
მწვრთნელი: გელა სანაია
გაფრთხილება: გოგონაია (51)
არბიტრი: გიორგი კიკაჩეიშვილი.
II ტური. წითელი ჯგუფი
14 აგვისტო
სამტრედია-სიონი
კოლხეთი-დინამო (ბთ)
დილა-ზუგდიდი
"საბურთალო" ისვენებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული