სფფ-ში საქართველოს ჩემპიონატის მეორე ლიგის წილისყრა გაიმართა

AutoSharing Option
11 აგვისტოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ფედერაციის ხელმძღვანელები რეგიონალური ფედერაციების პრეზიდენტებს შეხვდნენ.

მოგეხსენებათ, რომ წლეულს მეორე ლიგის გათამაშებაში გუნდების უპრეცედენტო რაოდენობა მიიღებს მონაწილეობას. აქედან გამომდინარე, დღევანდელ შეხვედრაზე ყველაზე მნიშვნელოვანი თემა სწორედ მეორე ლიგის ჩასატარებლად აუცილებელი საორგანიზაციო საკითხები იყო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მეორე ლიგის წილისყრა გაიმართა და გათამაშების მონაწილე 66 გუნდი ტერიტორიული პრინციპით 8 ქვეჯგუფში გადანაწილდა.

ტურნირი ორ წრედ ჩატარდება, 1-ელ სექტემბერს დაიწყება და ჯგუფების გამარჯვებულები ზედა დივიზიონში აღზევდებიან, თითოეული ჯგუფიდან 5-5 გუნდი კი ადგილს შეინარჩუნებს.

სფფ-ის პრესამსახური
მკითხველის კომენტარები / 2 /
დააბრუნეთ "ამერი" !
data
09:57 12-08-2016
0
კარგია მეორე ლიგის მასობრიობა. ესაა სწორედ საფუძველი, რომელზეც უნდა იდგეს ქართული ფეხბურთი.
Kote
10:29 12-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული