ირაკლი ძარია ბოლნისის "სიონის" ღირსებას დაიცავს

AutoSharing Option
ბოლნისის "სიონში" სიახლეა. ამიერიდან, კლუბის ღირსებას საყრდენი ნახევარმცველი ირაკლი ძარია დაიცავს. ორი დღეა, რაც გამოცდილი შუახაზელი გუნდთან ერთად ვარჯიშობს.

ძარიამ კლუბის ვებგვერდთან კომენტარი გააკეთა:

"მიხარია, რომ "სიონს" შევუთანხმდი. აქ მოთამაშე ფეხბურთელების უმრავლესობას ვიცნობ და მიმაჩნია, რომ შეთამაშების პრობლემა არ მექნება.

გარკვეული პრობლემების გამო უცხოეთში გადასვლა ვერ მოვახერხე. ამიტომ საქართველოში დარჩენა და "სიონში" თამაში ვარჩიე. შემოთავაზებაზე ბევრი არ მიფიქრია, ისე დავთანხმდი.

გუნდმა ერთი თამაში უკვე გამართა, რომელსაც ინტერნეტის საშუალებით მივადევნე თვალი. "საბურთალოსთან" დასანანი მარცხი იყო, მაგრამ ყველაფერი წინ არის. პირადად კი
შევეცდები, გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო", - ამბობს 28 წლის ძარია.

შეგახსენებთ, რომ ის ფოთის "კოლხეთის" აღზრდილია, გულშემატკივრებმა კი "ზესტაფონში" (2005-11) თამაშით გაიცნეს. ამას გარდა, მას უთამაშია ცხინვალის "სპარტაკში" (2012), თბილისის "დინამოში" (2012-15), 9-ჯერ მოირგო ეროვნული ნაკრების ფორმა, ბოლოს კი გორის "დილაში" გამოდიოდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული