თბილისის "ლოკომოტივი": სტარტზე ახალი ტრიოთი

AutoSharing Option
ირაკლი კლიმიაშვილი კარიერას თბილისის "ლოკომოტივში" რომ გააგრძელებდა, ეს ზაფხულში გახდა ცნობილი. ქუთაისის "ტორპედოდან" 28 წლის ნახევარმცველი გაურკვევლობას გამოექცა და თანაგუნდელ გიორგი კუხიანიძესთან ერთად, "ლოკომოტივში" თამაში ამჯობინა.

თბილისური კლუბის პრესსამსახურის ცნობით, გამოცდილი შუახაზელი "ლოკომოტივში" 6-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა პერიოდში კლიმიაშვილი თამაშობდა "ვიტ ჯორჯიაში", ტაშკენტის (უზბეკეთი) "ფახთაქორში", მახაჭყალის "ანჟიში", ბოლნისის "სიონში", ლატვიურ "სკონტოსა" და გორის "დილაში". ბოლო ორი სეზონი მან ქუთაისის "ტორპედოში" გაატარა, 2008-09 წლებში კი საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორმით 5 მატჩი ჩაატარა.

რაც შეეხება კუხიანიძეს, ის "ლოკომოტივში" 8-ნომრიანი მაისურით
ითამაშებს. 24 წლის ნახევარმცველი ქუთაისის "ტორპედოს" კაპიტანი გახლდათ და დასრულებულ სეზონში 27 შეხვედრაში 9 გოლი (პლუს 4 საგოლე გადაცემა) გაიტანა.

მაგრამ კუხიანიძემ მშობლიურ ქალაქში დარჩენა არ ისურვა. როგორც მერე თქვა, კლუბს პირობებზე ვერ შეუთანხმდა. ქუთაისური კლუბის გარდა, მას "ზესტაფონსა" და ქობულეთის "შუქურაში" უთამაშია.

შეგახსენებთ, რომ "ლოკომოტივმა" ლუკა ზარანდიას დაბრუნებაც დაადასტურა.

თბილისელები პირველ შეხვედრას 13 აგვისტოს გამართავენ. კლიმიაშვილსა და კუხიანიძეს თამაში ყოფილი კლუბის, ქუთაისის "ტორპედოს" წინააღმდეგ მოუწევთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
არ მგონია ტორპედომ ქულები დააგროოს გასვლითი თამაშებში.
გივი
11:29 12-08-2016
0
ტორპედომ და ჩიხურამ შარვლებიდან რომ ამოხტნენ მაინც უნდა დაიკავონ 1-2 ადგილი თავის ჯგუფში, 1-ლი ჩიხურამ და მეორე ტორპედომ,მესამე კი დინამომ.
QWERTY
15:11 12-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული