ამ ყველაფრის ფონზე, გუშინ ფოთის "პარკი არენაზე" დაფიქსირებული შედეგი იმდენად მოულოდნელი და სენსაციური იყო, ორივე გუნდის გულშემატკივარი გაკვირვებული დატოვა.
თამაში თანაბარ ბრძოლაში დაიწყო, მაგრამ ნელ-ნელა სტუმრების მხარეს ჯერ იღბალი აღმოჩნდა, მერე კი მასპინძლები გატყდნენ. ანგარიში თემურ შონიამ გახსნა, რომლის დარტყმული ბურთი მცველს
ფოთელები ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდნენ, მაგრამ მეორე ტაიმში თავად გაუშვეს. მრავალსვლიანი შეტევა მარჯვენა ფლანგზე გააგრძელეს, ლევან გეგეჭკორის გადაცემა კი კარის ხაზთან უმეთვალყურეოდ (?!) დარჩენილმა ელგუჯა ლობჯანიძემ გოლად აქცია - 0:2.
ახალ გუნდში საგოლე ანგარიში ბათუმელთა ლეგიონერმა ლაზარ მარიანოვიჩმაც გახსნა. მანაც მცველთა უყურადღებობით ისარგებლა და ახლო მანძილიდან სტუმართა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა - 0:3.
მალე ბათუმელებს სხვაობის გაზრდაში მეკარე და მცველი თავიანთი შეუთანხმებლობით დაეხმარნენ - ბიჭიკო გედენიძე ბურთს უკან მეკარეს აწვდიდა და ავტოგოლით ანგარიში 0:4 გახადა.
საბოლოო ანგარიში 90-ე წუთზე დაფიქსირდა - კარში დარტყმულ ბურთს ომარ გოგონაია გადაეღობა, რის გამოც მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათით და გაძევებით დასაჯა. დაინიშნა პენალტი, რომელიც ვაკო თევდორაძემ გოლად აქცია - 0:5.
მოგებით გახარებული ბათუმელთა ერთ-ერთი გულშემატკივარი ხუმრობდა - ასე თუ გავაგრძელებთ, სტადიონსაც აგვიშენებენო. იმედია, ასეც მოხდება.
უმაღლესი ლიგა. წითელი ჯგუფი. II ტური
14.08. ფოთი. "პარკი არენა"
კოლხეთი-დინამო (ბთ) 0:5
გოლები: 0:1 შონია (19), 0:2 ლობჯანიძე (57), 0:3 მარიანოვიჩი (66), 0:4 გედენიძე (84-საკ. კარში), 0:5 თევდორაძე (90-პენ)
კოლხეთი: თებიძე, გ. კილასონია, რამალდანოვი, გოგონაია, გედენიძე, ბოლქვაძე (65. ქებურია), შ. კერძევაძე, კორობკა (46. ლუკავა), ოზარკივი, ივანკო (70. ჯღამაია), ნიქაბაძე.
სათადარიგოები: ძაგანია, ნ. ტუღუში, ჟიშკარიანი, ჩაკვეტაძე
მწვრთნელი: გელა სანაია
დინამო (ბთ): ტიმოფეევი, ტვილდიანი, გოგიტიძე, კვირკველია, სუხიაშვილი, თარხნიშვილი, შონია, გეგეჭკორი (70. ჭკუასელი), ქავთარაძე, მარიანოვიჩი (77. თევდორაძე), ლობჯანიძე (65. კვანტალიანი).
სათადარიგოები: ტაკიძე, ქორიძე, ვარშანიძე, ფონიავა
მწვრთნელი: ლევან ხომერიკი
გაფრთხილება: გოგონაია (66, 90)
გაძევება: გოგონაია (90)
არბიტრი: ბ. ნინუა
III ტური
20 აგვისტო, შაბათი
სიონი-კოლხეთი
დინამო (ბთ)-დილა
საბურთალო-სამტრედია
"ზუგდიდი" ისვენებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"