ლიუტი ფეხბურთელებს რუხის ბაზაზე უკვე ავარჯიშებს, მთავარი მწვრთნელის რანგში გუნდს კი პირველად 23 აგვისტოს, ვანის "სულორის" წინააღმდეგ, სათასო მატჩში გაიყვანს.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასა და უკრაინელ სპონსორებს შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ "ზუგდიდში" არაერთი ცვლილება განხორციელდა. თავდაპირველად გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა ოთარ გაბელიამ. შემდეგ მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად უკრაინელი ვიქტორ დოგადაილო დაინიშნა, მის ასისტენტად კი - ლიუტი.
უკრაინული მედიის ცნობით, დოგადაილო
ვლადიმირ ლიუტი, რომელიც 1988 წელს, სსრკ-ის ნაკრებში გელა კეტაშვილთან ერთად ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, მთავარ მწვრთნელად ბოლოს მოლდოვურ "საქსანში" მუშაობდა.