უმაღლესი ლიგის IV ტურის წინ: მთავარი ინტრიგა ქუთაისშია

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატი ერთ ტურსაც მოისტუმრებს და არდადეგებზე გავა - მსოფლიოს სანაკრებო ბატალიები დაიპყრობს. საქართველოს ეროვნული ნაკრები ავსტრიასთან ითამაშებს.

ტურამდე იყო საქართველოს თასის გათამაშების ციებ-ცხელება, რომელიც, პირდაპირ უნდა ვთქვათ, წარმატებული ვერ გამოდგა უმაღლესლიგელებისთვის, თუმცა ამას აქვს თავისი ახსნა. გარდამავალი ჩემპიონატის პირობებში ბევრი ერიდება ორ ფრონტზე ბრძოლას...

ახლა დროა, მომავალ ტურს მივხედოთ...

თეთრი ჯგუფი
27.08. ქუთაისი. რამაზ შენგელია. 19:00
ტორპედო-ჩიხურა
ურთიერთშეხვედრები
12: +3 =5 -4, 12:14

ეს არის ტურის ცენტრალური მატჩი, რომელშიც ერთმანეთს ორი გამოცდილი მწვრთნელი, კობა ჟორჟიკაშვილი ("ტორპედო") და სოსო ფრუიძე
("ჩიხურა") დაუპირისპირდება.

"ჩიხურამ" ევროდარდი დროულად მოინელა. ჩვენი სუბიექტური აზრით, გუნდს არსებობის ისტორიაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს და ამიტომაც არ არის გასაკვირი, საჩხერელებმა ასე კარგად რომ დაიწყეს საქართველოს ჩემპიონატი.

რაც შეეხება "ტორპედოს", შესაძლოა, ჩემპიონატის სტარტზე მისგან მეტს ელოდნენ, მაგრამ ეჭვგარეშეა, ამ შემადგენლობით ქუთათურები ჩვენს ჩემპიონატში ბევრს შეძლებენ.

27.08. ქობულეთი. ჩელე არენა. 17:30
შუქურა-ცხინვალი
ურთიერთშეხვედრები
4: +0=2 -2, 2:8

წესით, გარდამავალ ჩემპიონატში ორივე გუნდის მიზანი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება უნდა იყოს. გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ეს არის "ექვსქულიანი" დაპირისპირება.

ორივე გუნდში არიან გამოცდილი ფეხბურთელები. მაგალითად, "შუქურამ" შეიმატა ზურაბ არზიანი, "ცხინვალში" კი ჯაბა დვალი, გულვერდ თომაშვილი და გიორგი კახელიშვილი თამაშობენ.

27.08. თბილისი. მიხეილ მესხი. 17:30
ლოკომოტივი-გურია
ურთიერთშეხვედრები
8: +7 =1 -0, 15:2

"ლოკომოტივი" საქართველოს კვალობაზე შესანიშნავადაა დაკომპლექტებული. "რკინიგზელებს" გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების მშვენიერი სინთეზი აქვთ გუნდში. ეგაა, ჟერარდ სარაგოსა მულეტის გუნდს ჯერ გამარჯვება არ აქვს საქართველოს ჩემპიონატში და ნავსის გატეხას ახლა ეცდება.

რაც შეეხება "გურიას", ამ გუნდს 2 ქულა კი აქვს, მაგრამ ჯერ გოლი არ გაუტანია. ალბათ, სწორედ ეს არის მიზეზი, რომ გამოცდილი თემურ მახარაძე ლანჩხუთელთა დამრიგებელი აღარ არის.

შენიშვნა: დინამო (თბ) ისვენებს

წითელი ჯგუფი
27.08. ფოთი. პარკი არენა. 17:30
კოლხეთი-საბურთალო
ურთიერთშეხვედრები
2: +1 =0 -1, 1:5

გელა სანაიას მიერ გაწვრთნილი ფოთის "კოლხეთი" თამამად შეგვიძლია მივიჩნიოთ ახლახან დაწყებული ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ აღმოჩენად. განსაკუთრებით დასაფასებელია ფოთელთა წარმატებული თამაში გასვლაზე, სადაც მათ სათასო დუელის ჩათვლით 3 მატჩი მოიგეს. გაამართლეს ლეგიონერებმაც.

"საბურთალო" კი მოულოდნელად გამოეთიშა საქართველოს თასის გათამაშებას. ასე რომ, პაბლო ფრანკო მარტინის შეგირდები მთელ აქცენტს ჩემპიონატზე გადაიტანენ.

27.08. გორი. თენგიზ ბურჯანაძე. 17:30
დილა-სიონი
დისკვალიფიკაცია: ალექსანდრე კვახაძე (დილა)
ურთიერთშეხვედრები
40: +16 =2 -22, 43:61

მასპინძელი კვლავ შეჭირვებულია, რადგან არა და არ დაადგა საშველი კლუბში კერძო ინვესტორის ოფიციალურად მისვლას. "დილას" არ ეყოლება კაპიტანი ალექსანდრე კვახაძე.

არავინ ელოდა, თუ "სიონი" ასე ცუდად დაიწყებდა ჩემპიონატს. როგორც ჩანს, ყველაფერი იმითაა განპირობებული, რომ სეზონთაშორის პერიოდში გუნდში ბევრი ახალი ფეხბურთელი გამოჩნდა.

ბოლნისელებმა თასის გათამაშებაში მოპოვებული გამარჯვებით ხასიათი გამოიკეთეს და ახლა ჩემპიონატში ეცდებიან მოჯადოებული წრიდან გამოსვლას.

27.08. ზედა ეწერი. 17:30
ზუგდიდი-დინამო (ბთ)
დისკვალიფიკაცია: ლევან წურწუმია (ზუგდიდი) - გიორგი ქავთარაძე (დინამო ბთ)
ურთიერთშეხვედრები
8: +4 =0 -4, 9:11

"ზუგდიდის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ეროვნულ ჩემპიონატში დებიუტი ექნება ვლადიმირ ლიუტის - საბჭოთა პერიოდის შესანიშნავ ფორვარდს, ოლიმპიურ ჩემპიონს...

ასევე, ველით ზუგდიდელთა შემადგენლობაში ესპანელი, გვინეელი და უკრაინელი ლეგიონერების დებიუტს.

რაც შეეხება ბათუმის "დინამოს", ის ძალიან შედეგიანად და თვალსასეიროდ თამაშობს, რაც ახალგაზრდა სპეციალისტის, ლევან ხომერიკის დამსახურებაა.

ცალკე უნდა აღვნიშნოთ თემურ შონიას შესანიშნავი თამაში - რაც საქართველოს ჩემპიონატი დაიწყო, ბათუმელთა კაპიტანი მოედნიდან უგოლოდ არ გადის.

შენიშვნა: სამტრედია ისვენებს

ბომბარდირები
თ. შონია (დინამო ბთ) 4
ს. ლობჟანიძე (ჩიხურა) 3
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 3

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
ორი გუნდი რომელიც ისვენებს ვათამაშოთ ერთმანეთში განსხვავებული
წესებით.ერთი ტესტური მატჩი 2013-ში
ჩავატარე "ბენდელას"სტადიონზე 8-5 დამთავრდა.ფიფა-სა და უეფა-სათვის
გაგზავნილი ფაქსის თარგმანი სფფ-ში
გატარებულია 885 ნომრით 03.12.2014წ.დღეს მოქმედი წესებით
ცარიელი ტრიბუნები გარანტირებულია.
"ბურთაობას" ავტორი
11:25 27-08-2016
0
გადაუვლის და გასრისავს მეთქი ვერ ვიტყვი, ასე იოლადაც არაა საქმე,მაგრამ ის რომ ჩიხურა დაამარცხებს ტორპედოს,მგონი აქ ცოტა ვინმეს თუ ეპარება ეჭვი.
თუმცა იმის იმედიცაა რომ ამ მარცხის გამო ტორპედო უმაღლეს ლიგაში ადგილას არ დაკარგავს.
QWERTY
11:51 27-08-2016
0

სიახლეები პოპულარული