ლუკა ზარანდია: მოვემზადები და მაინც წავალ ევროპაში!..

AutoSharing Option
ბელგიური "გენკიდან" საქართველოში დაბრუნებული ლუკა ზარანდია პირველ ტურებში ფორმაში არ იყო და ეს არავის უკვირდა - ზაფხულში მკურნალობდა, თბილისის "ლოკომოტივს" კი მხოლოდ დასკვნით შეკრებაზე შეუერთდა.

მაგრამ ლანჩხუთის "გურიასთან" თბილისის "ლოკომოტივის" მოგებაში მან საკუთარი წვლილი შეიტანა და 69-ე წუთზე გატანილი გოლით "ლოკომოტივს" ჩემპიონატში პირველი 3 ქულა მოაპოვებინა.

"ლელომ" ზარანდიასთან ჩაწერა ინტერვიუ, რომელშიც 20 წლის შემტევმა ევროპიდან წამოსვლასა და სამომავლო გეგმებზე ილაპარაკა...

- საქართველოში დაბრუნებულს აქაურ გარემოზე გადაწყობა ხომ არ გაგიჭირდათ?
- წასვლამდეც "ლოკომოტივში" ვთამაშობდი და მიმაჩნია, რომ ეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე
გამორჩეული კლუბია. ამ მხრივ, პრობლემა არ მაქვს.

- ევროპაში დიდი იმედებით წახვედით. სამწუხაროდ, "გენკში" კარიერა ვერ აგეწყოთ და წამოსვლა მოგიხდათ. ასეთ დროს ფეხბურთელი იმედგაცრუებული რჩება და თამაშიც აღარ გამოსდის...
- იმიტომაც დავბრუნდი, რომ ტრავმის შემდეგ ფორმაში არ ვიყავი. მაგრამ, იმედია, "ლოკომოტივში" თამაშით კონდიციებს ავიმაღლებ და ევროპაში მაინც დავბრუნდები. ცუდია, "გენკის" ისტორია ასე რომ დასრულდა, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება.

- მართალია, თითქოს "გენკიდან" წამოსულს ჰოლანდიურ და ბელგიურ კლუბებში გიწვევდნენ?
- დიახ, ვარიანტები იყო, მაგრამ ტრავმის შემდეგ ფორმაში არ ვიყავი და გადასვლა არ მიღირდა. ასე, კვლავ უთამაშებელი დავრჩებოდი, 6 თვე კიდევ გამიცდებოდა და უარეს მდგომარეობაში ვიქნებოდი.

- მაინც, რა მოხდა "გენკთან" დაკავშირებით?
- კონტრაქტი დამისრულდა და წამოვედი. თავიდან ძალიანაც კარგად ვიყავი, ვთამაშობდი და მწვრთნელიც მენდობოდა. მაგრამ მერე ის შეცვალეს, ახალმა კი ლამის მთელი გუნდი, 14 მოთამაშე გაუშვა. თორნიკე ოქრიაშვილსაც აღარ სწყალობდა... მოკლედ რომ ვთქვა, მის სქემაში ვერ ვჯდებოდი.

- ევროპაში გატარებული ეს ორი წელი უკვალოდ მაინც არ ჩაივლიდა. "გენკმა" რამე შეგძინათ?
- ძალიან ბევრი რამ. უპირველესად, დიდი გამოცდილება და იმის ცოდნა, თუ რა არის საჭირო, დიდი ფეხბურთი რომ ითამაშო. ვისწავლე ფეხბურთელისთვის აუცილებელი ცხოვრება და მომზადება. ფიზიკურადაც საკმაოდ გავიზარდე. იყო კარგი მომენტები, ცუდიც, ოპერაციამაც უკან დამხია, მაგრამ საერთო ჯამში კარგი გაკვეთილი იყო.

- თქვენი აზრით, საქართველოში ევროპული დონისთვის შესაფერისი ფეხბურთელის გაზრდა შესაძლებელია?
- ძალიან ძნელია. ისინი სულ სხვაგან არიან. მაგრამ იმის თქმაც არ მინდა, თითქოს საქართველოში ფეხბურთელის გაზრდა შეუძლებელია.

- ბრაზილიელები, შეკრების ნაცვლად, ყოველდღიურად საკონტროლო შეხვედრებს ატარებენ. ევროპელების მომზადებაზეც ბევრი საინტერესო რამ არის ცნობილი - მომზადების დრო ნაკლებია...
- ასეა, მაგრამ დატვირთვებზე რა გითხრათ - ქვეყანას გააჩნია, ზოგან მეტია, ზოგან - ნაკლები. ბელგიელებს საკმაოდ მძიმე მოსამზადებელი პერიოდი აქვთ. ევროპულ ფეხბურთში "ფიზიკა" ბევრს ნიშნავს და "გენკშიც" საკმაოდ მომქანცველი კროსები და ვარჯიშები გვქონდა. მე სწორედ ასეთი დატვირთვის გამო დავშავდი და ოპერაცია დამჭირდა.

- "ლოკომოტოივზე" რას იტყვით?
- სეზონი ცუდად დავიწყეთ, მაგრამ გუნდი ნელ-ნელა ფორმაში შედის და მეოთხე ტურში პირველი გამარჯვებაც მოვიპოვეთ. დარწმუნებული ვარ, კიდევ მოვუმატებთ.

- იყო მოლოდინი, რომ ახალგაზრდულ ნაკრებში გამოგიძახებდნენ...
- ამ საკითხზე ნაკრების მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა და მე ვერაფერს დავამატებ. მისი საქმეა, ვის გამოიძახებს და ვის - არა. საერთოდ, მწვრთნელის გადაწყვეტილების შეფასება არ მიყვარს. მასაც და გუნდსაც ვგულშემატკივრობ და ამ ორ შეხვედრაში წარმატებას ვუსურვებ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
პროფესიული სპორტი და ჯანმრთელობა უფრო შორს დგას ერთმანეთისგან ვიდრე იდგა. ელემენტარული აზროვნებით შეგვიძლია მივხვდეთ, აქედან ჩასული ფეხბურთელების 70-80% განწირულია ტრამვებისთვის. ერთხელ ტესტების გავლა შეიძლება, მაგრამ ყოველდღე კუნთის გამოშრობამდე ვარჯიში გამოუწვრთნელ კუნთებს ანგრევს. არაა საკმარისი 1-2 წელი ვარჯიში დიდი დატვირთვების გასაძლებად...
გიორგი
04 სექტემბერი 2016 01:54
0
15-წლიანების ბაქოს ფინალი მაქვს ნაყურები, კომენტატორი შიშით კიოდა ზარანდია, ზარანდიაო. მაშინ ბედნიერი ვფიქრობდი, სამ ოთხ წელიწადში იგივე დაემართებოდა ევროპის ბევრ საფეხბურთო კომენტატორს, მაგრამ...
geronti
04 სექტემბერი 2016 00:26
0
... ტვინით თუ ვერ ინძრევი რას გაიგებ.
Papito
03 სექტემბერი 2016 19:16
0
კიდევ რამდენი არასწორად მომზადებული ფეხბურთელი დაგვკარგება...ბიჭს ნიჭი აქვს..აზროვნებს და დღევანდელ დღეს რაც მთვარაია ფიზიკურ მოზადება გამძლეობა სისწრაფე არა აქვს...ეგაა ჩვენთან გაზრდილი ფეხბურთელების უდიდესი მინუსი..არავინ ფოქრობს რომ ამის გამოსწოროებაზე იზრუნოს
bujanga
03 სექტემბერი 2016 19:13
0
რაღაც ვერ გავიგე. თუ მოუმზადებელი ხარ ფორმაში არ ხარ და ვერ ინძრევი ჰოლანდიური და ბელგიური კლუბები როგორ გიწვევენ რანაირად ხდება ეგ??? გვატყუებ რაღაცას
...
03 სექტემბერი 2016 18:04
0
მიაქციეტ ყურადგება რას ამბობს ევროპის მოზადებაზე, დზან განსხვავებაა ქარტულ ფიზ მომზადებაზე და ევროპულს შორის, ეს არ არი დზმებო ქარტველი ფეხბურტელების ბრალი, ევროპაში 12 წლიდან იწყზებენ ბავშვების დატვირტვას ნელ ნელა და 16 წლიდან ისე ტვირტავენ, არ მგონია საქარტველოს ახლანდელმა ნაკრების ფებურტელებმა გაუდზლოს ერტეულების გარდა. რასაც ევროპაში უკვე 17-18 წლის ფეხბურტელი უდზლებს, ასე რომ 15 წლიდან უმაღლეს დონეზე უნდა მომზადეს ფიზიკურად ჩვენი ფეხბურტელი, ისე რომ საქარტველოს უმაგლესი ლიგის ფეხბურტელებს აჯობონ ფიზ მოზადებაში და მერე ნახე რა ბიჩები წამოვიდეს. აი 12 წლიდან არი ჩვენი მოზადების პრობლემა.
gurami
03 სექტემბერი 2016 17:54
0
მართლა გრუზიინ? მაშინ შენ ლუკიჩა ვიღაცაში გეშლება,
status quo-ს
03 სექტემბერი 2016 17:41
0
ვინა გყავთ ამაზე მაგარი, ფორმაში მყოფი და ნათამაშებები, ამის გარეშე ნაკრებს მარტო კვიპროსზე ყანა აქვს გასათოხნი სხვა არაფერი სადარდებელი.
ზიდანე
03 სექტემბერი 2016 16:39
0
ბებეტო---კარგად მომზადებას მონდომება და შრომისმოყვარეობა უნდა.ეს კი ქართველებს არა აქვთ...
status quo
03 სექტემბერი 2016 16:16
0
ხომ წახვალ კვიპროსის მაჩანჩალა გუნდში.
gio
03 სექტემბერი 2016 14:11
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული