ნიკა გელაშვილი ქუთაისის "ტორპედოს" ღირსებას ჩემპიონატის ბოლომდე დაიცავს

AutoSharing Option
თბილისის "დინამოსა" და ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ნიკა გელაშვილი "სამტრედიაში" ვარჯიშობდა და ბაქოს "ინტერთან" გამართული საკონტროლო შეხვედრისას სათადარიგოთა სკამზეც იჯდა. ის ბუდუ ზივზივაძის შემცვლელად მოიაზრებოდა...

მანამდე გელაშვილი იანვარში თბილისის "დინამოში" მივიდა და გუნდი ზაგრების "დინამოსთან" წაგებული თბილისური მატჩის შემდეგ დატოვა. მას მთავარ მწვრთნელ იურაი იარაბეკთან კონფლიქტი მოუვიდა და კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმებით გაუქმდა.

სამტრედიელთა გარდა, გელაშვილს "ტორპედოც" იწვევდა. გუშინ კი "ლელომ" გაარკვია, რომ 31 წლის თავდამსხმელი სწორედ ქუთაისურ კლუბში ითამაშებს. მან კონტრაქტი ნახევარი წლით, ანუ გარდამავალი ჩემპიონატის ბოლომდე გააფორმა.

"დიახ, გელაშვილი
ჩვენთან მოვიდა. ყველა საკითხზე შევთანხმდით და წესით, მისი საკითხი ოთხშაბათს საბოლოოდ უნდა გადაწყდეს", - გვითხრა "ტორპედოს" პრეზიდენტმა ზაზა ჩაჩავამ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
დინამომ შეუგზავნა ეს უეჩველი ტორპედოს : ::):):)
GELAsVILSI FANI
15:59 31-08-2016
0
ხო არ დაგავიწყდათ ეს ბიჭი რომ 3 გზის საქართველოს ჩემპიონატის ბომბარდირია გამხდარი თუ დინამოში ვერ გაქაჩა იმას არ ნიშნავს რომ სხვა გუნდებშიც ვერ გაქაჩავს ბევრი მინახავს დინამოდან გაშვებული სხვა გუნდებში რომ დაფრინავენ ამიტომ მოითმინეთ ქუთათურებო და ნახავთ ნიკა როგორც ათამაშდება როგორც ზესტაფონში იყო დრო ჭირდება უბრალოდ რომ ფორმაში შევიდეს დინამოში დიდი კონკურენცია იყო ჯერ ქვილითაია ყავდა კონკურენტად და ახლა დვალიშვილი და ტორპედოში უპრობლემოდ რომ მოხვდება სასტავში ნელნელა დაბრუნდება ის ძველი ნიკა რომელიც უმაღლესი ლიგის საუკეთესო ფორვარდი იყო აგერ მე და აგერ თქვენ ბატონო
avto
17:39 31-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული