"გაბალა" საეჭვოა - ბუდუ ზივზივაძე "სამტრედიაში" რჩება?

AutoSharing Option
22 წლის ბუდუ ზივზივაძეს კარიერა აზერბაიჯანულ "გაბალაში" უნდა გაეგრძელებინა და ეს საქმე თითქოს გადაწყვეტილი ჩანდა. "სამტრედიისა" და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელს აზერბაიჯანელები მაისის მერე აკვირდებოდნენ.

30 აგვისტოს, საღამოს შევიტყვეთ, რომ ტრანსფერის საქმეში წინსვლა არ იყო, ფეხბურთელის ოჯახში კი გვითხრეს, რომ დიდი ალბათობით, ამ მოლაპარაკებებით არაფერი გამოვიდოდა.

ასე რომ, წინა ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი ბომბარდირი (მესამე ადგილი 16 გოლით) კვლავ "სამტრედიაში" ითამაშებს, თუკი დღეს (სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტოს იხურება) არაფერი შეიცვალა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული