ქუთაისის "ტორპედოში" კობა ჟორჟიკაშვილს მალხაზ ჟვანია შეცვლის?

AutoSharing Option
ეროვნულ ჩემპიონატში 4 ტურია ჩატარებული და ქუთაისის "ტორპედო" 7-გუნდიან "თეთრ ჯგუფში", ჯერჯერობით, მე-6 ადგილზეა. ეს კი არა, კობა ჟორჟიკაშვილის შეგირდებს 3 მატჩში (ერთი ტური დაისვენა) ჯერ გოლიც არ გაუტანიათ.

გავრცელდა ხმები, რომ ჟორჟიკაშვილი გაათავისუფლეს და უკვე შემცვლელიც მოუძებნეს. ამ მომენტისთვის, ქუთაისური კლუბი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს, თუმცა კულუარულად შევიტყვეთ, რომ ჟორჟიკაშვილს, დიდი ალბათობით, მალხაზ ჟვანია შეცვლის.

მარტვილის "მერანისა" და თბილისის "დინამოს" ყოფილი დამრიგებელი ბოლო ერთი წლის განმავლობაში ცხინვალის "ლიახვში" მუშაობდა, ახლახან კი თელავის "კახეთის" გაწვრთნა შესთავაზეს, მაგრამ ცხადია, უმაღლესი ლიგაში,
თანაც ასეთ ამბიციურ კლუბში მუშაობამ უფრო დააინტერესა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
წარმატებები ჯვნკა
jojo
02 სექტემბერი 2016 07:01
0
ტორპედოში დროზე უნდა დალაგდეს სიტუაცია,ტორპედო არის ქართული ფეხბურთის ფლანგამნი,ვფიქრობ შემადგენლობაც გაძლიერების სურვილს ტოვებს, ჟვანია კი ნიჭიერი მწვრთნელია.საერთოდ ჩვენ ჩემპიონატში გუნდები თე არ გაძლიერდენ როგორ ფინანსურად ისე შემადგენლობების მხრივ ევრო ტურნირებზე ყოველ წელიწადს ერთი და იგივე კრახი განმეორდება.
bebeto
01 სექტემბერი 2016 16:48
0
კობას აჯობებს ნამდვილათ უფრო შემტე ფეხბურთ ათამაშებს
giga
01 სექტემბერი 2016 16:21
0
ეტყობა მიხვდნენ ტორპედოს ხელმძღვანელები ვისთანაც ქონდათ საქმე..
როგორც კი დაინიშნა ჟორჟიკაშვილი მაშინვე ვთქვი დაერხა ტორპედოსმეთქი..
ამ კაცმა ფულის კეთების და გუნდის დაღუპვის მეტი არაფერი იცის..
საკუთარი თვალით მაქვს ნანახი როგორ იღებს სინჯებზე ბიჭებს..
40 კაცს ერთ თამაში ათამაშებს 15 ცუთი ზოგს 20 ვის როგორ უწევს..
თვითონ კიდე თამაშს ვფშე არ უყურებს ტელეფონზე ლაპარაკობს და გვარებს იწერს მორჩება თამაში და გამოდის მერე და ამ ჩამოწერილ გვარებს აცხადებს და დანარჩენი თავისუფლები ხართო..
მართალია დიდი ხნის ამბავია მაგრამ ზუსტას ესე რო შეავსო ერთ ერთი გუნდი ჩემპიონატი დაიწყო და 8 თამაშიდან 8 წაგება ჰქონდა და მოხსნეს მერე..
ტორპედომ ამდენი არ აცალა კიდე კაი
vaxo
01 სექტემბერი 2016 15:54
0
რა დროს კორჟიკა იყო არ მესმის რატომ აირჩიეს, ეს კაცი ათასჯერ ჯობია
Gogita
01 სექტემბერი 2016 14:52
0
თუ ეს კაცი არ იცი ვინ არის საერთოდ რა შუაში ხარ ფეღბურთთან ! წარმატებები მალხაზ ! ნამდვილად საუკეთესო ხარ !
FeRburTis fanebi
01 სექტემბერი 2016 14:38
0
სტრატეგია და ტაკტიკა არ უვარგა. ტაბატაძე ლოკოსტან და ტუღუში საჩხერესთან დროზე უნდა გამოეცვალა. უნდა მოეთხოვა კატეგტორიულად ნორმალური თავდასხმელი მოეყვანა, სხვაზე არ ვილაპარაკებ.
გოგი
01 სექტემბერი 2016 14:10
0
რას ერჩით კობას?? რაც მაგას გამოცდილება აქვს რომელ მწვრთნელს ააქვს მაგხელა გამოცდილება??? ეს მალხაზ ჟვანია ვინ არის საერთოდ???
nika
01 სექტემბერი 2016 13:52
0
იმედია ასეც იქნება. მოაცილონ ჟორჟიკა ტორპედოს !!!
შოთა
01 სექტემბერი 2016 13:02
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული