ნიკოლოზ გელაშვილი გორის "დილას" ღირსებას დაიცავს

AutoSharing Option
თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ნიკოლოზ გელაშვილი კარიერას გორის "დილაში" გააგრძელებს. ამის შესახებ გორის კლუბის პრესსამსახური იუწყება, რომლის ცნობით, 31 წლის ფეხბურთელმა "დილასთან" კონტრაქტი უკვე გააფორმა.

ხელშეკრულების დეტალების შესახებ კლუბის პრესსამსახური არაფერს იტყობინება.

გელაშვილის ანგარიშზე ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული 31 მატჩი და 1 გოლია. სხვადასხვა დროს მას "ზესტაფონში", "ბოხუმში", "ყარაბაღში", "ფლამურტარსა" და "პაფოსში" უთამაშია, ბოლოს კი თბილისის "დინამოს" ღირსებას იცავდა.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გელაშვილის გადაბირებით "სამტრედია" და ქუთაისის "ტორპედო" იყვნენ დაინტერესებულნი.
მკითხველის კომენტარები / 11 /
შენ დაუკარ... მიდი ნიკოლოზ შაუბერე....
gixaroden
01:45 07-09-2016
0
გელაშვილი ის ფეხბერთელია. რომლის გამოცდილება და პროფესიონალიზმი გორის დილას ძალიან გამოადგება. კეთილი იყოს შენი მოსვლა გორში ნიკოლოზ. გ ა გ ი მ ა რ ჯ ო ს
გივი გაგნიძე
08:14 07-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული