უმაღლესი ლიგა. V ტური: "სიონის" და "გურიას" პირველი გამარჯვებები

AutoSharing Option
10 სექტემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში V ტურის სამი შეხვედრა გაიმართა - ორი "თეთრ ჯგუფში", ერთიც - "წითელ ჯგუფში".

თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე თბილისის "ლოკომოტივმა" გეგა დიასამიძის დუბლით "ცხინვალს" მოუგო.

მიმდინარე ჩემპიონატში პირველი გამარჯვება იზეიმეს ლანჩხუთის "გურიამ" და ბოლნისის "სიონმა", რომლებმაც შესაბამისად, ქუთაისის "ტორპედოსა" და "ზუგდიდს" მოუგეს.

V ტურის დარჩენილი სამი შეხვედრა 11 სექტემბერს გაიმართება. ამ ტურში ისვენებენ საჩხერის "ჩიხურა" და ბათუმის "დინამო".

უმაღლესი ლიგა. V ტური
თეთრი ჯგუფი
10.09. ლანჩხუთი. ევგრაფი შევარდნაძე
გურია-ტორპედო 2:1
გოლები: 1:0 ევგენი მოროზენკო (27), 1:1 ოთარ კვერნაძე (55) 2:1 გია ჩადუნელი (68).

თბილისი. მიხეილ მესხი. სათადარიგო
ცხინვალი-ლოკომოტივი 1:2
გოლები: 0:1, 0:2 გეგა დიასამიძე (11, 61), 1:2 ჯაბა დვალი (80).

11.09. თბილისი. დინამო არენა. 18:00
დინამო (თბ)-შუქურა

წითელი ჯგუფი
10.09. ბოლნისი. თამაზ სტეფანია. 17:00
სიონი-ზუგდიდი 4:1
გოლები: 1:0 ირაკლი ძარია (30), 2:0 ვიაჩესლავ სუშკინი (45), 3:0 ოთარ კობახიძე (59), 3:1 ნიკა ნარმანია (73), 4:1 გიორგი ჯანელიძე (90).

11.09. თბილისი. მიხეილ მესხი. 18:30
საბურთალო-დილა

11.09. სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე. 17:00
სამტრედია-კოლხეთი
მკითხველის კომენტარები / 11 /
ტორპედოს რა დაემარტა?ისეტი რიხიანი განცხადებები კეტდებოდა
ალეკსანდრე
19:07 10-09-2016
0
გააგდეთ ტორბედოდან ჟორჟიკაშვილი ვინმემ,მანამ სანამ ამ ვითომ მწვრთნელმა არ გააგდო ეს გუნდი უმაღლესი ლიგიდან.
mamulo
19:11 10-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული