გადაწყდა: ქუთაისის "ტორპედოს" კახა ჩხეტიანი გაწვრთნის

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება.

როგორც Sportall.ge-სთვის გახდა ცნობილი, კობა ჟორჟიკაშვილს აღნიშნულ თანამდებობაზე 38 წლის კახა ჩხეტიანი ჩაანაცვლებს. ჩხეტიანი წარსულში "ტორპედოს" ფეხბურთელი იყო, მთავარ მწვრთნელად კი მარტვილის "მერანში" უმუშავია.

ასევე შევიტყვეთ, რომ ჩხეტიანის ასისტენტი "ტორპედოში" 39 წლის ვასილ გიგიაძე იქნება. გიგიაძესაც, ჩხეტიანის მსგავსად, წარსულში "ტორპედოში" უთამაშია, საფეხბურთო კარიერა კი 2012 წელს უკრაინაში დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ უმაღლესი ლიგის 4 ტურის შემდეგ "ტორპედო" 2 ქულით "თეთრ ჯგუფში" ბოლო, მე-7 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 20 /
გადაცკდააა ავოეეეეეე
kakula
12 სექტემბერი 2016 17:26
0
გუადუა ამდენი ღვარძლი საიდან გაქ ქუთაისის და ტორპედოს მიმართ გრცხვენოდეს კაცი რო ტორპედოზე იტყვის რა ტრადიციებიო აპა მაშინ ვინ საქართველოში არსებობს 2 ისტორიული ტრადიციების და გულშემატკივრების დიდი არმიის მქონე კლუბები თუ საზღვრებს გარეთ ქართულ გუნდებს იცნობენ და იციან საერთოდ ქართული საკლუბო ფეხბურთის შესახებ განსაკ: პოსტ საბჭოთა სივრცეში ეს გუნდები სწორედ რომ დინამო და ტორპედოა იკითხე ქემაინც უფროსებიდან ისტორიულად ქართულ ფეხბურთში ამინდს რომელი კლუბები ქმნიდნენ და რომელ კლუბებში იყოფოდა საქართველოს გამორჩეული ფეხბურთელები მუდმივად ისტორიას ვერ იყიდი ის ან გაქ ან არა გაქ ეს კარგათ დაიმახსოვრე რაც შეეხება დღევანდელ დღეში რომ ტორპედო არის ესეთ კატასტროფულ სიტუაციაშია ეს არცერთ ქართველს არ უნდა უხაროდეს და ყველა პასუხს აგებს ტორპედოს ამ დამცინაცვ სიტუაციაში ჩაგდებისთვის ეს კარგათ იცოდნენ მათ უბრალოდ საკვირველია ესეთი ნიშნის მომგები კომენტარი არ ვიცი რატომ უნდა ქონდეს ადამიანს ყველაფერი დალაგდება თავის ადგილი მიეჩინება ეს დაუწერელი კანონია ცხოვრების და დაინახავთ ვინ არის ქართულ ფეხბურთში ისტორიული და ტრადიციული და ვინ არა გუშინ რო სამეულში შევიდა მართლაც რომ სოფლის გუნდები და იმ გუნდებს რომ ტორპედოს ტრადიციით ისტორიით და გულშემატკივრობით შეადარებ რბილად რომ ვთქვა უბრალოდ უნდა შეგრცხვეს ამის დაწერა ქუთაისელ გულშემატკივარს მოწყინდა ამდენი წელი ჭაობში რომ არის კლუბი და მიტომ არის შედარებით ცოტა დასწრება ეხლა თორემ ყველას გვახსოვს თუნდაც 4 წლის წინ საქართველოს თასის გათამაშებაში როდის იყო ამდენი მაყურებელი რეგიონში სტადიონზე 16, 000 ადამიანი ტორპედო ზესტაფონის თასის დაპირისპირების დროს და დინამოსთან აქ 11, 000 - 12 , 000 ადამიანი სულ ესწრებოდა უფულობის გამო დაქვეითებულ პირველი ლიგიდან აღზევების შემდეგ და კიდევ დაესწრება უფრო მეტი მაყურებელი კლუბი გაძლიერდება არ იქნება სულ ამ სიტუაციაში ეს უბრალოდ დროის ფაქტორია თორემ ეს ყველამ კარგათ იცის ვინ იმსახურებს საქართველოში დომინირებას ეს იქნებო დინამო და ტორპედო, დიდება ქუთაისის სიამაყეს და გულს ტორპედოს.
azurini
12 სექტემბერი 2016 17:24
0
გაგვაგებინეთ ბოლოს და ბოლოს რა უნდა ამ „მურღულიას„ ან თვითონ იყიდოს ანდა გაყიდოს იმაზე ,ვინც ააღორძინებს „ტორპედოს„, თუ არადა პასუხი მას მოეთხოვება ტორპედოს დაქცევაში,რას გავს ეს ხმა ამოიღეთ ქართველნო ეს რა დღეშიბ ჩაგვაგდეს, ვისაც ბურთი გაუგორებია იმ წამსვე ტრენერი ხდება,ვინ აგო პასუხი ჟორჟიკაშვილზე და ეხლა ვინ აგებს ჩხეტიანზე პასუხს.„300„ათასიან ქალაქშიუფრო ძლიერი მწვრთვნელებიც მოიძებნება თუ მოინდომებენ და ისეთიც კი რომ ვარავის რომ არ დაინდობს და შედეგიც რომ აქვს ეხლაც,ღმერთო გვიშველე .
ქართლო განრისხებული ქუთაისიდან
12 სექტემბერი 2016 17:19
0
Guadua_ს
ჯერ ეს წაიკითხე!
https://ka.m.wikipedia.org/wiki/ტორპედო_ქუთაისი_(საფეხბურთო_კლუბი)
გიორგი
12 სექტემბერი 2016 16:22
0
მოკლედ რახდება ხალხნო ბატონმა მურღულიამ ქუტაისი ეგრეტწოდებულამ მერმა ფული მოსთხოვაო ახალ მფლობელებსო და ამიტვე ვერ ხერხდეაბ ბოლომდე გუნდს გასხვისება, ესენი კიდე როგორც ვატყობ სანამ ბოლომდ ეარ გააიფორმებენ არ აინტერესებთ შედეგი პირველი ლიგიდან მეტ ი იაფი იქნება გუნდი და მემგონი აგ პოლიტიკას მისდევენ, რაც შეეხება მწრთვნელს რა ვთვქა იქნება ეხლა ძმაკაცობია და რესტორნობია გუნდში და შედეგი ნოლი
archili
12 სექტემბერი 2016 16:11
0
ეეეეჰჰჰ, საწყალი ტორპედო.
ქუთაისლებო, გამოსავალი ერთია და მართლაც დაივიწყეთ ამბიციები,ყველა ისტორიით ვერ მოდის, ვიღაც იბადება და ქმნის ისტორიას,ისევე როგორც ზესტაფონი იყო.
ადექით შექმენით ღია სააქციო საზოგადოება, დაარსეთ კლუბი "რიონი" და გაიარეთ 2 წლიანი გზა უმაღლეს ლიგამდის. არც ტორპედო გექნებათ სახვეწნი და ნერვებ საშლელი და არც სხვა რაიმე, ეს გამოგონებული ლეგენდარულობა დაივიწყეთ.
რა აქვს ტორპედოს რეალობაში ლეგენდარულობა?რამდენიმე სეზონი უმაღლესი ლიგაში სსრკ-და საქართველოს 3 გზის ჩემპიონი 26 წელიწადში.
ამას უნდა შეეწიროს მთელი ფეხბურთის მომავალი ქალაქში?
და საერთიოდაც 200 000-იან ქალაქს რატომ არა აქვს მეორე კლუბი?თუნდაც პირველ ლიგაში მოღვაწე?იმიტომ რომ ჭარბად ამბიციურები ხართ და მხოლოდ ტორპედოს სახელით გინდათ წარმატება ,ეს კი ასე არ ხდება.
შექმენით ალტერნატიული კლუბი და ნახეთ ეს რა შედეგს მოიტანს. საიდან მოიტანოთ ფული? ეს უკვე თქვენი თავსატეხია ისევე როგორც იმას ითვლით თუ რომელი ახალი კერძო მფლობელი რას ხარჯავს კლუბში,ის ხომ მსიი კერძო ფულია?
საწყენი ამაში არაფერია, დროა პრაგმატიზმის.
Guadua
12 სექტემბერი 2016 15:48
0
პირდაპირ რომ გააგდოთ გუნდი ხო შეიძლება ხალხს რატოღა უშლით ნერვებს
gaga
12 სექტემბერი 2016 15:40
0
ერთი შეწვი მეორე მოხარშე არანაირი განსხვავება ჟორჟიკაშვილს და ჩხეტიანს შორის საიდან მოყავთ ეს უსახელო არაპროფესიონალები ვერ ვხვდები, ორივეს ერთი მიზანი აქვს მოხიკონ რაც ტორპედოში დარჩა და დაანფრიონ კლუბი, უნდა დამთავრდეს ეს ძმაკაცობით ჩაწყობილი საქმეები თორე რასაც მივიღებთ ვნახავთ
nika
12 სექტემბერი 2016 15:22
0
ავშენდით!!! რაღა გვიჭირს!!!
გიორგი
12 სექტემბერი 2016 15:13
0
მშვიდობის ტორპედო! მაგრად გააძლიერეს გუნდი ახალმა მეპატრონეები. გაზსადენის სეზონს 1ლიგიდან დავიწყებთ.
Mamulo
12 სექტემბერი 2016 14:34
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული