გადაწყდა: ქუთაისის "ტორპედოს" კახა ჩხეტიანი გაწვრთნის

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება.

როგორც Sportall.ge-სთვის გახდა ცნობილი, კობა ჟორჟიკაშვილს აღნიშნულ თანამდებობაზე 38 წლის კახა ჩხეტიანი ჩაანაცვლებს. ჩხეტიანი წარსულში "ტორპედოს" ფეხბურთელი იყო, მთავარ მწვრთნელად კი მარტვილის "მერანში" უმუშავია.

ასევე შევიტყვეთ, რომ ჩხეტიანის ასისტენტი "ტორპედოში" 39 წლის ვასილ გიგიაძე იქნება. გიგიაძესაც, ჩხეტიანის მსგავსად, წარსულში "ტორპედოში" უთამაშია, საფეხბურთო კარიერა კი 2012 წელს უკრაინაში დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ უმაღლესი ლიგის 4 ტურის შემდეგ "ტორპედო" 2 ქულით "თეთრ ჯგუფში" ბოლო, მე-7 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 20 /
ავშენდით!!! რაღა გვიჭირს!!!
გიორგი
15:13 12-09-2016
0
ერთი შეწვი მეორე მოხარშე არანაირი განსხვავება ჟორჟიკაშვილს და ჩხეტიანს შორის საიდან მოყავთ ეს უსახელო არაპროფესიონალები ვერ ვხვდები, ორივეს ერთი მიზანი აქვს მოხიკონ რაც ტორპედოში დარჩა და დაანფრიონ კლუბი, უნდა დამთავრდეს ეს ძმაკაცობით ჩაწყობილი საქმეები თორე რასაც მივიღებთ ვნახავთ
nika
15:22 12-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული