როგორც Sportall.ge-სთვის გახდა ცნობილი, კობა ჟორჟიკაშვილს აღნიშნულ თანამდებობაზე 38 წლის კახა ჩხეტიანი ჩაანაცვლებს. ჩხეტიანი წარსულში "ტორპედოს" ფეხბურთელი იყო, მთავარ მწვრთნელად კი მარტვილის "მერანში" უმუშავია.
ასევე შევიტყვეთ, რომ ჩხეტიანის ასისტენტი "ტორპედოში" 39 წლის ვასილ გიგიაძე იქნება. გიგიაძესაც, ჩხეტიანის მსგავსად, წარსულში "ტორპედოში" უთამაშია, საფეხბურთო კარიერა კი 2012 წელს უკრაინაში დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ უმაღლესი ლიგის 4 ტურის შემდეგ "ტორპედო" 2 ქულით "თეთრ ჯგუფში" ბოლო, მე-7 ადგილზეა.