გადაწყდა: ქუთაისის "ტორპედოს" კახა ჩხეტიანი გაწვრთნის

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება.

როგორც Sportall.ge-სთვის გახდა ცნობილი, კობა ჟორჟიკაშვილს აღნიშნულ თანამდებობაზე 38 წლის კახა ჩხეტიანი ჩაანაცვლებს. ჩხეტიანი წარსულში "ტორპედოს" ფეხბურთელი იყო, მთავარ მწვრთნელად კი მარტვილის "მერანში" უმუშავია.

ასევე შევიტყვეთ, რომ ჩხეტიანის ასისტენტი "ტორპედოში" 39 წლის ვასილ გიგიაძე იქნება. გიგიაძესაც, ჩხეტიანის მსგავსად, წარსულში "ტორპედოში" უთამაშია, საფეხბურთო კარიერა კი 2012 წელს უკრაინაში დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ უმაღლესი ლიგის 4 ტურის შემდეგ "ტორპედო" 2 ქულით "თეთრ ჯგუფში" ბოლო, მე-7 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 20 /
სოსო, მეგობარო,

ტორპედოს ყავს ფარმ კლუბი და ის მეორე ლიგის დასავლეთის ა ქვეჯგუფში თამაშობს.
გუადუას მიერ შემოთავაზებული "პრაგმატიზმით" გულშემატკივრობს დღეს თითქმის ნახევარი საქართველო ბარსელონას და მეორე ნახევარი რეალს - ასე უფრო მომგებიანია ალბათ )) . ტორპედოს გულშემატკივარი ვინც არ ყოფილა, ვერ მიხვდება, რას ნიშნავს ეს - ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე ვამბობ. ამიტომ რაღაც ალტერნატიულ კლუბებზე ბოდიალით შეურაცყოფას გვაყენებს და რეაქციაც არ უნდა იყოს გასაკვირი.
Kote
13 სექტემბერი 2016 13:32
0
პატრიოტები მოვიდენ გუნდში.ცხინვალთან მოვიგებთ!
გოგი
13 სექტემბერი 2016 13:03
0
გუშინ იტერნეტში არ შევსულვარ და ახლა გუადუას კომენტარზე გამოხმაურებები რომ ვნახე,ვიფიქრე,რა უბედურება თქვა ამ კაცმა,ხალხიასე რომ გაამწარა მეთქი.წავიკითხე გუადუას კომენტარი და ტორპედოს წარსულზე ჩემთვისაც სრულიად მიუღებელ შეფასებას თუ გამოვაკლებთ, სხვას ყველაფერს,დაფიქრება სჭირდება.ეს კაცი რაღაც გამოსავალს გვთავაზობს,და ჩემი აზრით არც თუ მიუღებელს.ვერავინ დამარწმუნებს,რომ ქუთაისს არ შეუძლია მეორე გუნდის შექმნა თუნდაც პირველ ლიგაში,სადაც გაიზრდება ახალგაზრდა თაობა და ტორპედოს ადგილობრივი კადრით მოამარაგებს .სსრკ-ს დროს ტორპედო იყო დინამოს სამჭედლო,ახლა კი უკვე თვითონ ტორპედოს გამოადგება ფარმ კლუბი.საზოგადოდ კი თუ ფეხბურთი მყარ საფუძველზე არ დადგა ზღვისპირეთში,სამეგრელოსა და ქუთაისში,ქართული ფეხბურთი ფეხზე ვერ დადგება.
როცა ტორპედოს ბაზაზე სცადეს ახალგაზრდული გუნდის აშენება,გულშემატკივარმა ვერ აიტანა მათი,რაც ასაკიდან გამომდინარე სრულიად ბუნებრივი მოვლენაა,არასტაბილური თამაში და კარგი წამოწყება სპონსორთან ერთად დაიკარგა
ფარმ კლუბის თემთხვევაში კი ეს დაბრკოლებაც მოიხსნება და კიდევ ერთი,ყველა დიდი ისტორია ოდესმე ნულიდან იწყება.
სოსო
13 სექტემბერი 2016 12:54
0
გუადუა-----
შენ მეგობარო ტორპედოს რომ ახსენებ ხელ-პირი კარგად დაიბანე რომ იმფექცია არ შეგეჭრეს ტორპედოს ცუდი ხსენებისატვის
gela
13 სექტემბერი 2016 10:57
0
შექმენით 2 მართლა საფეხბურთო აკადემია, იმერეთსა და სამეგრელოში და შედეგი დაიდება.
ss
13 სექტემბერი 2016 09:12
0
რაბოხმები ხარტ,კაცი ჯერ არდანიჰნულა და ლანცხნავტ,
kote
13 სექტემბერი 2016 01:36
0
წალეკა საიტი ტორპედოს გასაჭირში ჩავარდნისგან აღფრთივანებულების პოსტებმა )).
არაუშავს, ისე არ წახდება ტორპედო, მაგ სიხარული სიხარულად შეგარჩინოთ. ერთი ორი მოგება და სულ სხვანაირად გამოჩნდება ცხრილი.
ჩხეტიანს რაც შეეხება - ვისაც მისი თამაში ახსოვს, თავს დებდა ყოველთვის მოედანზე. ტორპედოს ეგ აკლია ზუსტად დღეს. ვიგებთ შემდეგ თამაშს!!!
kote
12 სექტემბერი 2016 23:51
0
ტორპედო არ არის ტრადიციული?
13 სეზონი საბჭოთა უმაღლეს ლიგაში. ხაჟალია, ძოძუაშვილი, კუტივაძე, ხერხაძე, ურუშაძე, ნოდიები, შენგელია, კოსტავა, სულაქველიძე, სვანაძე , შვეცოვი, ასათიანი, აშვეთია. რევიშვილი. მარტო ეს ხალხი ეყოფა "ტორპედოს" სადიდებლად. დუმაი, ჩტო გოვორიშ.
Guadua ხარ თუ..
12 სექტემბერი 2016 23:34
0
თუ ტორპედო და სამეგრელოს გუნდები არ აღორძინდა არაფერი ეშველება ქართულ ფეხბურთს და კერძოდ თბილისის დინამოს, ვერც ერთი უცხოელი ვარსკვლავი ვერ შეცვლის საქართველოში დაბადებულ და სწორად აღზრდილ ტალანტს.სამწუხაროა რომ ნიჭიერების უმეტესობას სავარჯიშო კი არა შეიძლება ფეხსაცმელების ფულიც კი არ აქვთ
მურთაზი
12 სექტემბერი 2016 20:31
0
exla eg kai treneria?gavarda kuteisi
chisko
12 სექტემბერი 2016 17:49
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული