გადაწყდა: ქუთაისის "ტორპედოს" კახა ჩხეტიანი გაწვრთნის

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება.

როგორც Sportall.ge-სთვის გახდა ცნობილი, კობა ჟორჟიკაშვილს აღნიშნულ თანამდებობაზე 38 წლის კახა ჩხეტიანი ჩაანაცვლებს. ჩხეტიანი წარსულში "ტორპედოს" ფეხბურთელი იყო, მთავარ მწვრთნელად კი მარტვილის "მერანში" უმუშავია.

ასევე შევიტყვეთ, რომ ჩხეტიანის ასისტენტი "ტორპედოში" 39 წლის ვასილ გიგიაძე იქნება. გიგიაძესაც, ჩხეტიანის მსგავსად, წარსულში "ტორპედოში" უთამაშია, საფეხბურთო კარიერა კი 2012 წელს უკრაინაში დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ უმაღლესი ლიგის 4 ტურის შემდეგ "ტორპედო" 2 ქულით "თეთრ ჯგუფში" ბოლო, მე-7 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 20 /
სოსო, მეგობარო,

ტორპედოს ყავს ფარმ კლუბი და ის მეორე ლიგის დასავლეთის ა ქვეჯგუფში თამაშობს.
გუადუას მიერ შემოთავაზებული "პრაგმატიზმით" გულშემატკივრობს დღეს თითქმის ნახევარი საქართველო ბარსელონას და მეორე ნახევარი რეალს - ასე უფრო მომგებიანია ალბათ )) . ტორპედოს გულშემატკივარი ვინც არ ყოფილა, ვერ მიხვდება, რას ნიშნავს ეს - ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე ვამბობ. ამიტომ რაღაც ალტერნატიულ კლუბებზე ბოდიალით შეურაცყოფას გვაყენებს და რეაქციაც არ უნდა იყოს გასაკვირი.
Kote
13:32 13-09-2016
0
პატრიოტები მოვიდენ გუნდში.ცხინვალთან მოვიგებთ!
გოგი
13:03 13-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული