"დინამოს" ახალი სპორტული დირექტორი: შეცდომებიდან დასკვნები უკვე გამოვიტანეთ

AutoSharing Option
წარუმატებელი ევროკამპანიის შემდეგ, თბილისის "დინამოს" მაღალ ეშელონებში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. კლუბის ახალ სპორტულ დირექტორად ლევან გაბრიჩიძე დაინიშნა. ეს ის თანამდებობაა, რომელიც უშუალოდ კურირებს სამწვრთნელო და საკადრო საკითხებს, ანუ იღებს პასუხისმგებლობას გუნდის ხარისხზე, ეფექტურ და გააზრებულ ტრანსფერებზე და ასე შემდეგ...

ამიტომაც ჩავთვალეთ, რომ დრო იყო, "დინამოს" ახალ სპორტულ დირექტორს გავსაუბრებოდით. ლევან გაბრიჩიძემ "ლელოს" კითხვებს უპასუხა...

- პირველ რიგში, აკაკი ხუბუტიას ტრანსფერზე გკითხავთ. "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ ამასწინანდელ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ გუნდში გაახალგაზრდავების პროცესი უნდა დაწყებულიყო. ცხადია, ხუბუტიას საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მას
საქართველოს ნაკრებშიც უთამაშია, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ფეხბურთისთვის მისი ასაკი (30) ახალგაზრდულია...

- გეტყვით. ხუბუტიას ტრანსფერთან დაკავშირებით ასეთი სიტუაციაა - როგორც იცით, ჩვენი კლუბის 19-წლამდელთა გუნდი თამაშობს ახალგაზრდულ ლიგაზე. შესაბამისად, ახალგაზრდა მცველები ამ საპასუხისმგებლო მატჩებისთვის 19-წლამდელთა გუნდთან ერთად მოემზადებიან და ცხადია, ეს განაპირობებს მცველების დეფიციტს ძირითად გუნდში.

გაჩნდა შანსი, რომ დაგვემატებინა ისეთი გამოცდილი ცენტრალური მცველი, როგორიცაა აკაკი ხუბუტია. ის თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა გუნდს, მასში არანაირი თანხა არ გადაგვიხდია. რა თქმა უნდა, ჩვენ გვყავს შესანიშნავი ახალგაზრდა მცველები, მაგალითად - ლოჩოშვილი და კობოური... მაგრამ, როგორც გითხარით, ისინი ახალგაზრდულ ლიგაზე ითამაშებენ. ხუბუტია კი წლის ბოლომდე იქნება ჩვენთან და ამის შემდეგ თავის გზას მონახავს.

მას ჰქონდა რამდენიმე შეთავაზება, მაგრამ ჩვენს პირობებს დათანხმდა და მინდა, ამისთვის დიდი მადლობა გადავუხადო.

- ესე იგი, "დინამოს" გეზი გაახალგაზრდავებისკენ უცვლელია?
- რა თქმა უნდა, ეს გეზი უცვლელია და ამის თაობაზე ისაუბრა კიდეც კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ ბოლო პრესკონფერენციაზე. ჩვენ წარსულის შეცდომებიდან დასკვნები უკვე გამოვიტანეთ.

- კიდევ ხომ არ არის მოსალოდნელი "დინამოში" ახალი ფეხბურთელის ან ფეხბურთელების გამოჩენა?
- ამ ეტაპზე ვაკუუმი გაგვიჩნდა ცენტრალური მცველის პოზიციაზე და ამიტომაც მოვიდა ხუბუტია. მოკლე ჩემპიონატის ბოლომდე არ არის მოსალოდნელი გუნდში ახალი ფეხბურთელის გამოჩენა. სატრანსფერო ფანჯარა რომ გაიხსნება, აუცილებლად გვექნება სიახლეები და ამას ყველა ოპერატიულად გაიგებს.

ერთი რაღაც მინდა ვთქვა - ჩვენი სურვილია, "დინამოში" ყველაფერი გამჭვირვალე იყოს.

- ფაქტია, მხოლოდ ახალგაზრდა ფეხბურთელებსაც ვერ დაეყრდნობით...
- რა თქმა უნდა, გუნდში საჭიროა გამოცდილი ფეხბურთელები, ახალგაზრდა მოთამაშე ხომ ვიღაცის მაგალითზე უნდა გაიზარდოს?!

- ახალგაზრდულ ლიგაზეც მინდა გკითხოთ. როგორ ემზადებიან ჭაბუკი დინამოელები ამ ტურნირისთვის და კონკრეტულად "ქაირათთან" მატჩისთვის?
- ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი გუნდი წარმატებით ითამაშებს. ვუყურებ მათ ყველა ვარჯიშს, ოფიციალურ შეხვედრასაც დავესწარი... როგორც იცით, ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი ლევან გვანცელაძეა. მისი ტაქტიკა და საქმისადმი მიდგომა ძალიან მომწონს.

- ალბათ, მეტოქეზეც გექნებათ ინფორმაცია...
- სხვათა შორის ორი წლის წინ სტუმრად ვიყავი "ქაირათის" ხელმძღვანელობასთან. სერიოზული კონსულტაციები გვქონდა. ჯერ კიდევ მაშინ ძალიან დიდი თანხები იხარჯებოდა აკადემიის განვითარებისთვის ყაზახურ კლუბში. იქაც დაახლოებით ისეთივე ყურადღება ექცევა ახალგაზრდულ სეგმენტს, როგორიც - "დინამოში". "ქაირათში" მრავლად არიან ყაზახეთის 19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელები. ასე რომ, მეტოქე სერიოზულია.

- ისევ დიდ "დინამოს" დავუბრუნდეთ. გამოცდილი ფეხბურთელებიდან რომელიმე ხომ არ დატოვებს გუნდს სეზონის დასრულების შემდეგ?
- "დინამოში" არიან საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები, რომლებიც კარგა ხანია გუნდში თამაშობენ. ასევე, არიან ახალდმოსული მოთამაშეები. ახლა ამაზე ზუსტ პასუხს ვერ გაგცემთ. ყველა მათგანის საკითხი შესწავლის პროცესშია.

- ბოლოს იურაი იარაბეკზე გკითხავთ...
- სადღეისოდ, ჩვენ ნდობას ვუცხადებთ იარაბეკს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
Cels Dinamo evroturnirebis gareshe darcheba, es aris pipias uazro politika, magaliti tu rogor ar unda aacko klubis menejmenti da saertod ra unda mis bichs klubshi raxan mamiko mplobelia??? Sxva damsaxureba Mas ra aqvs?????....
Dato-realoba
20 სექტემბერი 2016 09:46
0
თუ "დინამოს" წინსვლა გინდათ მოაწყეთ ღია კარის დღე და გულშემატკივრებისაგან მოისმინეთ სიმართლე:)))
შოკირებული გულშემატკივარი
17 სექტემბერი 2016 15:39
0
Dinamoshi vinc mushaobs imat ar ukvart dinamo.chven dzalian gvikvars.magram .....
Al
17 სექტემბერი 2016 15:01
0
ვისაც დინამო არ გიყვართ,გთხოვთ კომენტარს ნუ გააკეთებთ!
რეზო
17 სექტემბერი 2016 14:00
0
კომენტირების სურვილიც დავკარგე
ბაჩო გ
17 სექტემბერი 2016 13:47
0
რატომ ბლოკაკავტ ტქვ....
gri
17 სექტემბერი 2016 13:21
0
ეს ფიფია ვერ იტანს ხელფასების გაცემას,,ფეხბურტელებს სამარცხვინო ხელფას უხდის,,ეხლა კიდევ რუსტავის აზოტის ქარხნის მუსებს ორი ტვის ხელფასი გაუყინა,,
gia
17 სექტემბერი 2016 13:18
0
ფიფიას ახალი...,,მარტლა დირექტორი გონია ტავისი ტავი ამას
gri
17 სექტემბერი 2016 13:14
0
ადრე რომ ბაზა არ ქონდათ იგივე იყო შედეგი და მე რიგით მაყურებელს რატომ უნდა მაინტერესებდეს რამდენი ტუალეტი მოაწყო ფიფიამ ბაზაზე?
giga
17 სექტემბერი 2016 12:45
0
აბსოლუტურად ვეთანხმები წინა კომენტარის ავტორს. ვერაფერიც ვერ ისწავლეს შეცდომებიდან და ამის ნათელი მაგალითია გუნდის გაახალგაზრდავების პროცესი. გუნდს ბაჭაჭყანები კი არა, ხარისხიანი ფეხბურთელები ჭირდება და ასაკს მნიშვნელობა არ აქვს
levani
17 სექტემბერი 2016 12:43
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული