"რუსთავის" დირექტორი: "ბარსელონა" აგებს შინ და ჩვენ თუ მარტვილში ვაგებთ, გარიგებაა?!

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "რუსთავის" დირექტორმა ბადრი მაჭავარიანმა Sportall.ge-სთან სფფ-ს მიერ მისი კლუბისთვის დაკისრებულ სასჯელზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ სფფ-მ დღეს "მერანისა" და "რუსთავის" (2:1) მატჩი გარიგებულად სცნო და ორივე გუნდს სანქციები დააკისრა.

- დავით მუჯირი: "მერანსა" და "რუსთავს" გარიგებული მატჩისთვის სანქციები დაეკისრათ
- მერანი-რუსთავის მატჩი, რომელიც სფფ-მ გარიგებულად მიიჩნია [VIDEO]

"ფედერაციამ რითი იხელმძღვანელა და საიდან დაასკვნა, რომ მატჩი გარიგებული იყო, ნამდვილად არ ვიცი. ელემენტარული კომუნიკაციაც კი არ ჰქონია ჩვენთან. ჟურნალისტებმა ჩემზე პირველებმა გაიგეთ, რომ თურმე კლუბს სანქციები დაეკისრა.

ყველა ზომას მივმართავ, რის
საშუალებასაც სპორტული სამართალი ითვალისწინებს და ამ ბრალდების დასამტკიცებლად სერიოზული სჯა-ბაასი მოუწევთ. მოიწვიონ სპორტული ექსპერტები, განიხილონ მატჩი, დაასაბუთონ, ვინ, სად და ვის გაურიგდა, შემდეგ კი შესაბამისად დაგველაპარაკონ.

უეფადან მოუვიდათ ცნობა ფსონზე და როგორ დაადგინეს, რომ მატჩი გარიგებული იყო? ამ ლოგიკით, 12 წუთში წააგო "მაკაბიმ" "ზენიტთან" და რა?!

ჩვენ "მერანთან" მატჩის 23-ე წუთზე მეკარე დაგვიშავდა, იძულებითი ცვლილება განვახორციელეთ, შემოვიდა 16 წლის მეკარე... ამასთან, 4 ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გვაკლდა და ამის ფონზე, ეს ხალხი ამბობს, 1:2 გარიგებული მატჩი იყოო...

არავინ დაგვლაპარაკებია, ღირსადაც არ ჩაგვთვალეს საქმის კურსში ჩავეყენებინეთ. ეგ კი არა, კალენდარს ისე ადგნენ, კლუბების ინტერესს არ ითვალისწინებენ. არც ის აინტერესებთ, კლუბები როგორ და რითი სუნთქავენ... და ამ დროს, ასეთი დასკვნები გამოაქვთ ერთ საათში იმ საქმეზე, რომლის განხილვასაც, როგორც წესი, ერთი თვე სჭირდება ხოლმე.

ჩვენ უდანაშალოები ვართ და არაფრის მტკიცებას არ ვაპირებთ. მათ დაგვიმტკიცონ, რომ დანაშავეები ვართ!

მერე მეორე: უმაღლესი ლიგისთვის იბრძვიან გუნდებიო... არსად გადასასვლელად არ ვიბრძვით - დებულება შეიცვალა, ვერც ვერსად გადავალთ და ვერც გადმოვალთ. ვიბრძვით სპორტულად მაღალი შედეგისთვის. ეს ჩვენი ბრძოლაა და სხვა რამ გაგიგიათ სპორტში, რისთვისაც შესაძლოა გუნდი იბრძოდეს?! ყველა გუნდი გამარჯვებისთვის იბრძვის და რა არის ამაში არასწორი?

"ბარსელონა" აგებს შინ და ჩვენ თუ მარტვილში ვაგებთ, მატჩი გარიგებულია?!

2 საათში ტური გვიწევს და რაზე ველაპარაკო ახლა ფეხბურთელებს, როცა 6 ქულა ჩამოაჭრეს, კლუბს ჯარიმა დააკისრეს, დაფინანსებას უწყვიტავენ იმის გამო, რომ ვიღაცამ ფსონი დადო... ამ ფსონებზე ხომ საერთოდ პირველად გავიგე.

ამ სამი დღის განმავლობაში ფედერაციაში მუჯირს 4-ჯერ შევხვდი. მართალია, სხვა პროექტებზე სასაუბროდ შევხვდით, მაგრამ ამ საკითხზე ხმაც არ ამოუღია. დღეს დილითაც კი ვიყავი სფფ-ში, სადისციპლინო კომიტეტის წარმომადგენლებს შევხვდი, მაგრამ არავის საქმის კურსში არ ჩავუყენებივარ. ეს არის ჩასაფრების პოლიტიკა - საიდან მოვიდნენ, რა უნდათ, არ ვიცი. ვინც დანაშაულში იყო ბრალდებული, აპატიეს და დააბრუნეს. ვგულისხმობ მსაჯებს", - გვითხრა კლუბის დირექტორმა.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ბატონ მაჭავარიანს ალბათ უპასუხებენ მსაჯები და მოსთხოვენ ბოდიშის მოხდას რადგან მაგისანები არიან რომ ცილს წამენ უბრალო ადამიანებს
Giviko
14:35 17-09-2016
0
რაც შეეხება მსაჯებს არავინ დაუბრუნებიათ მაგრამ აუცილებლად უნდა დააბრუნონ ისინი არ არიან დამნაშავეები არ არიან ფეხბურტში მაგრამ საიდან მოდის ჩაწყობილ თამაშებზე საუბარი სიჭინავას და მის დამქაშებს ჭირდებოდათ მსაჯების დაჭერა რომ თავისი .... გადაერჩინათ
Giviko
14:32 17-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული