გორის "დილაში" ნიგერის ნაკრების მცველი კოფი დან კოვა ითამაშებს

AutoSharing Option
გორის "დილაში" ნიგერის (და არა - ნიგერიის) ნაკრების ცენტრალური მცველი კოფი დან კოვა ითამაშებს. 27 წლის ფეხბურთელს 39-ნომრიანი მაისურა გადასცეს. მას ნახევარმცველადაც შეუძლია თამაში.

კოფი დან კოვას სხვადასხვა დროს ტუნისის, სამხრეთ აფრიკისა და ინდოეთის ჩემპიონატებში უგორებია ბურთი. ბოლოს ის ისრაელის ლეუმით ლიგის (რანგით მეორე ლიგა) ბინადარ თელ-ავივის "ბეითარში" თამაშობდა.

განაში დაბადებულ კოვას ნიგერის ნაკრებში 2008 წლიდან იწვევენ. ამ დროის განმავლობაში მან ქვეყნის პირველი გუნდის მაისურით 59 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ნიგერის (და არა - ნიგერიის) - ამას მარტო საქართველოში დააკონკრეტებდნენ )))
solo
07:44 23-09-2016
0
ესენიც 500 ლარზე თუ თამაშობენ მართლა ვაი ლეგიონერები არიან.
გორის დილა
21:18 22-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული