მერანი-რუსთავის ვიდეო, რომელიც სფფ-მ მედიის წარმომადგენლებს გადასცა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
22 სექტემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებსა და მედიის წარმომადგენლებს შორის დახურული შეხვედრა გაიმართა.

დახურულ შეხვედრაზე ფეხბურთის ფედერაციამ 2016 წლის 8 სექტემბერს გამართული მარტვილის "მერანისა" და "რუსთავის" მატჩის ამსახველი ვიდეო მასალა გააცნო ჟურნალისტებს, რომელიც სფფ-ის სპორტული სამართლიანობის სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში შექმნილმა საფეხბურთო ექსპერტთა ჯგუფმა დაამუშავა.

აღნიშნული ვიდეო-მასალა, რომელიც იმ მონაკვეთებს მოიცავს, რაზეც ექსპერტთა ჯგუფმა გაამახვილა განსაკუთრებული ყურადღება, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გადაეცათ მედიის წარმომადგენლებს.

სფფ-სა და შსს-ს შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საქმე გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც.

შეგახსენებთ, რომ
სფფ-ის სპორტული სამართლიანობის დაცვის სამსახურის მიერ აღნიშნული საკითხის გამოძიება გრძელდება.

- დანაშაული, სასჯელი და აფთიაქარის სასწორი - გარიგებული მატჩები ქართულ ფეხბურთში
- მერანი-რუსთავის მატჩი, რომელიც სფფ-მ გარიგებულად მიიჩნია [VIDEO]
- "რუსთავის" დირექტორი: "ბარსელონა" აგებს შინ და ჩვენ თუ მარტვილში ვაგებთ, გარიგებაა?!
- დავით მუჯირი: "მერანსა" და "რუსთავს" გარიგებული მატჩისთვის სანქციები დაეკისრათ

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 33 /
გარიგებული თამაშები ლუკა, იტალიაშცაა, ესპანეთშიც და სხვა სხვა ბევრად განვითარეულ ქვეყნებში და არაერთი გრანდი დასჯილა ევროპული კლუბი დასჯილა მაგის გულისათვის. რაც შეეხება ხელფასებს, უმაღლეს ლიგაში მოთამაშე ყველა კლუბის ფეხბურთელს იმაზე მეტი ხელფასი აქვს ვიდრე ჩვეულებრივ სახელმწიფო სამსახურში მოსამსახურე ადამიანს და გამოდის ისე რომ ყველა რაღაცას უნდა არღვევდეს და თაღლითობდეს. მაგალითად პატრული იღებდეს ქრთამს ჯარიმის არგამოწერის მიზნით, სახანძრო ხანძარს არ აქრობდეს სანამ მეპატრონე დამატებით ფულს არ გადაუხიდს და ასე :) ამიტომ მარტო ხელფასი არაფერ შუაშია. მითუმეტეს პირველ და მეორე ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებს "ინახავს" სახელმწიფო და უხდის ხელფასს და რა ვალდებულია გადაუხადოს 2 და 3 ათასი. გარიგებული თამშების შემთხვევაში უნდა დაისაჯოს ყველა მონაწილე მხარე და პირი, თანაც მკაცრად, სამაგალითოდ, თორე ამდენი ხანი ხელის დაფარებამ მიიყვანა აქამდე ეს დიდებული სპორტი და იმედია ასეთი და კიდე უფრო მკაცრი და სწორი მიდგომით მოფერიანდება. შემდეგ კი მაყურებელიც დაუბრუნდება სტადიონს, ინვესტორიც გამოჩნდება .
dave
22 სექტემბერი 2016 18:21
0
მერანის გუნდის უფროსი ტუ დაისჯება,,ცდილობს დაგვაჯეროს არ იყო გარეული ამასი,,
jiji
22 სექტემბერი 2016 18:17
0
გარიგებული თამაშები იქნება საქართველოში მანამ სანამდის ფეხბურთელების ხელფასი იქნება სასაცილო. პროფესიონალ ფეხბურთელს უნდა შეეძლოს თავის და ოჯახის ღირსეულად რჩენა. საბჭოთა კავშირის ეკონომიკური სისტემა არის ქართულ ფეხბურთში, ვითხოვთ ფეხბურთელის სამუშაოზე გამოცხადებას, გარჯას, ბრძოლას, თავდადებას, მოგებას, მაგრამ ეს ყველაფერი გვინდა კაპიკებად. ამიტომ არის ფეხბურთელი რომ ცდილობს სხვა გზებით არჩინოს ოჯახი. საბჭოთა კავშირში სამსახურიდან იპარავდა ხალხი ნივთებს, საჭმელს, მასალას და ა.შ. ჩვენი ფეხბურთელები კი გარიგებული მატჩებით ცდილობენ ირჩინონ თავი. გულშემატკივარს არ სურს უხარისხო თამაშზე და დანგრეულ სტადიონზე მოსვლა და ბილეთის ყიდვა, ფეხბურთელს არ სურს კაპიკებისთვის თავის მოკვლა კარგი თამაშით, ინვესტორს არ სურს ფულის ჩადება იქ სადაც ფეხბურთში ფულს ვერ იშოვის, სახელმწიფოს არ აქვს საშუალება არჩინოს მთელი ქვეყნის ფეხბურთი და ასე მარადიულ მოჯადოებულ წრეზე დადის ქართული ფეხბურთი.
ლუკა
22 სექტემბერი 2016 17:56
0
ეს საეჭვო კი არა მართლა ასე თამაშობენ საქართველოში და თქვენ გგონიათ გაყიდეს თამაშიო
dato
22 სექტემბერი 2016 17:19
0
ჩაწყობილი რომც არ იყოს, ასეთი უსახური თამაშისთვისაც ეკუთვნით სამუდამო დისკვალიფიკაცია.
თორნიკე
22 სექტემბერი 2016 17:19
0
250 მილიონზე არ თქვას უარი ფედერაციამ, ამათ უხდით ფულს,? და ასე გინდათ ფეხბურთის აღორძინება?

ეხლა ფედერაციის ქებას ნუ დაიწყებს, ფედარაციის მიერ არასწორად დაგეგმილი პროცესები ქმნის ამ შედეგს.. ფედერაციის ბრალია ყველაფერი რაც ხდება ქართულ ფეხბურთში,,
Davit
22 სექტემბერი 2016 17:18
0
კი, საქართველოს პირველობაა, თან პირველ ლიგაში, მაგრამ მთლად ასე არ დასეირნობენ და ასე უაზროდ და უჯიგროდ არ თამაშობენ ფეხბურთს... გარიგებას ჰქონია ადგილი. P.$. რა დონეზე ვართ დაცემული, გარიგებული თამაშის შეფუთვაც არ შეგვძლებია.
okribeli
22 სექტემბერი 2016 17:05
0
სამარცხვინოა... მცველი გვერდზე იწევა, რომ მეტოქე გუნდის თავდამსხმელი პირისპირ გაუშვას.. ესენი არიან ქართული ფეხბურთის მკვლელები
gio
22 სექტემბერი 2016 17:05
0
ასეთ ფეხბურთელებს კაცობა თუ არა ადამიანობა მაინც არ აქვთ?
giorgi
22 სექტემბერი 2016 16:55
0
ნელა იარონ ნელა ოფლი არ გამოუვიდეთ,მასე ეზოში თამაშისას აღარ დადიან და რო კითხოთ ამათ ახლა ფეხბურთელები არიან.
bebeto
22 სექტემბერი 2016 16:54
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული