სავარაუდო ტრანსფერი: ნიკა ძალამიძე თბილისის "ლოკომოტივში"?

AutoSharing Option
ქართულ საფეხბურთო კულუარებში ითქვა, რომ, შესაძლოა, საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატმა ნიკა ძალამიძემ თბილისის "ლოკომოტივი" გააძლიეროს.

ძალიანაც კარგი, თუ ასე მოხდა - საქართველოს ჩემპიონატს კიდევ ერთი ლეგიონერი დაუბრუნდება.

24 წლის ცენტრალური ნახევარმცველი თავისი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო. მისი კარიერა ზუგდიდის "ბაიაში" დაიწყო, ამის შემდეგ ძალამიძე პოლონეთში გადაბარგდა და ლოძის "ვიძევში" ჩაირიცხა.

2012-15 წლების განმავლობაში ძალამიძე "იაგელონიას" ღირსებას იცავდა და სწორედ ამ კლუბში ჰქონდა კარიერის საუკეთესო პერიოდი. გუნდთან ერთად მან ბრინჯაოს მედალი მოიგო და ამის შემდეგ თურქული სუპერლიგის ბინადარ "რიზესფორს" მიაშურა,
სადაც სათამაშო პრაქტიკა თითქმის არ ჰქონია. რატომღაც ისე აეწყო, რომ მას, ფაქტობრივად, არ მისცეს გუნდში თავის დამკვიდრების შანსი.

ძალამიძეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2012 წლიდან იწვევენ. ამ დროის განმავლობაში მან ქვეყნის მთავარი გუნდის შემადგენლობაში 7 მატჩი ჩაატარა და ცხადია, აქვს ამბიცია, კვლავ მოირგოს ეროვნული ნაკრების მაისურა.

ვნახოთ, შედგება თუ არა ეს ტრანსფერი. "ლოკომოტივს" გეზი უნდა შევუქოთ - გუნდმა ცოტა ხნის წინ სამშობლოში დააბრუნა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი მათე ვაწაძე.

ამის პარალელურად, კლუბი ენდობა ახალგაზრდა, პერსპექტიულ ფეხბურთელებს და საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატშიც კარგად თამაშობს - პირველი წრის შემდეგ "თეთრ ჯგუფში" მეორე ადგილზეა, ერთი ქულით უსწრებს თბილისის "დინამოს" და 2 ქულით ჩამორჩება ლიდერ "ჩიხურას".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
kai shenadzeni ikneba. kargi gundi kavs lokos.tevdoradze sauketeso formashia
denis
12:07 27-09-2016
0
რომელ ქვეყანას არ შეშურდება ჩვენი ფეხბურთელების, ევროპის ლიგებიდან უკან საქართველოში..
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული