ქობულეთის "შუქურაში" თემურ შალამბერიძე გია გურულმა შეცვალა

AutoSharing Option
"შუქურას" წარუმატებელ კამპანიას მწვრთნელის შეცვლა მოჰყვა. ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თემურ შალამბერიძეს პოსტის დატოვება ემუქრებოდა.

"თეთრ ჯგუფში" ქობულეთელებს ჯერ არც ერთი მატჩი არ მოუგიათ და ბოლო ადგილზე არიან. ჩემპიონატი კი მოკლეა და თუ სიტუაცია დროულად არ გამოსწორდა, "შუქურას" დაქვეითება არ ასცდება.

მოლოდინი გამართლდა და "ლოკომოტივთან" ბოლო საშინაო მარცხის (0:1) შემდეგ შალამბერიძისა და შავიზღვისპირელთა გზები გაიყარა. "შუქურას" დირექტორმა რევაზ ჩელებაძემ მალევე მოძებნა ახალი მწვრთნელი - გუნდის გადარჩენა დაევალა გია გურულს, ვინც აქამდე პირველ ლიგაში ხობის "კოლხეთს" თავკაცობდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
განწირულია ეს კლუბი ამ კაცის ხელში რა.
რა გახდა რომ კლუბის გასხვისება მოხდეს, მოშორდეს მას ეს ძველი სახელოვანი ფეხბურთელი და პრაგმატიზმმა იმარჯვოს?
თუ მისი სამუდამო საკუთრებაა, მაშინ გადაუფორმონ და გვეცოდინება რომ მისია, თორემ ბიუჯეტის ფულითაა და იმართება როგორც კერძო საკუთრება.ვერა და ვერ დლაგდა ამ კლუბში მდგომარეობა.სულ ვიღაცას აგდებენ,ხსნიან, მოჰყავთ, უშვებენ...რაღა ეგა და რაღა ზუგდიდი.
QWERTY
12:43 29-09-2016
0
guruli da misi bichi mivida shukurashi da daxvda chele da misi bichi, midids mamasviluri fexburti, egaa sakartvelos chempionati.
kosta
15:17 29-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული