დღის კარიკატურა: დინამო VS ტორპედო

AutoSharing Option
სამწუხაროდ, თბილისის "დინამოსა" და ქუთაისის "ტორპედოს" მატჩებში ტრადიციად იქცა გულშემატკივართა დაპირისპირება.

ზოგადად, ქომაგთა შუღლი ფეხბურთს დამატებით ხიბლს ნამდვილად სძენს, მაგრამ ეს მანამ, სანამ საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე მივა. ჩხუბი და გაწევ-გამოწევა უკვე შავ ლაქად გასდევს "დინამო"-"ტორპედოს" შეხვედრებს. ზოგჯერ კი ისე ხდება, მატჩისწინა თუ მატჩისშემდგომი უსიამოვნო ინციდენტები თამაშზე მეტ რეზონანსს იძენს...

ასე იყო ბოლო "ქართულ კლასიკოში". თვითმხილველები ხუმრობდნენ, ტრიბუნებსა და ქუჩებში უფრო მეტი საინტერესო ხდებოდა, ვიდრე უშუალოდ მოედანზეო...

არადა, რატომ? ხომ შეიძლება იყოს ჯანსაღი, სპორტული დაპირისპირება - ისე, როგორც ფეხბურთელები მეტოქეობენ წესების
დაცვით, შემდეგ კი ერთმანეთს ხელს ართმევენ, გამარჯვებას ულოცავენ. გულშემატკივრებმაც რატომ არ უნდა გაიმეორონ იგივე? ეს ყველაფერი კი თამაშის შემდეგ კათხა ლუდით დააგვირგვინონ. ღვინით სჯობს? მაშ, ვახტანგურიც შეიძლება...

ასევე იხილეთ:
- აქტუალურ თემაზე: სანამ სისხლი არ დაღვრილა...
- დინამო (თბ)-ტორპედო 0:0 - არ არის ფეხბურთი, არის ჩხუბი და გინება! [VIDEO]
- "დინამოსა" და "ტორპედოს" ფანებს შორის მატჩამდე დაპირისპირება მოხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 3 /
ყველაფერში დამნაშავე დინამო თბილისი და რომან ფიფიაა...თუ რატომ არიან დამნაშავეები ეგ კითხეთ ბატონ რომან ფიფიას,.. წინ ტორპედო წინ ტორპედო წინ ტორპედო..ტორპედოსტან ყველა გუნდის ფანებს კარგი ურთიერთობა აქვს დინამოს გარდა, ასევე დინამოს ფანებს არავისთან არ აქვს კარგი ურთიერთობა, რატომ ემტერება დინამო ყველას? პასუხი მოთხოვეთ დინამოს და ფიფიას...და საერთოდ რომ გააგდებნენ ამ დინამოს ცემპიონატიდან ყველასთვის კარგი იქნება მაგნაირ ჰგამყიდველებს არაფერი ესაქმებათ ქართულ ფეხბურთში
შეიგნეთ ეს ერტხელ და სამუდამოთ
17:07 29-09-2016
0
ჩხუბი კი არა ფეხბურთი ითამაშონ ხალხი გახარონ კარგი თამაშით .
ბარსელონა
19:27 29-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული