სამტრედია-დინამო (ბთ) 1:1 - "სამტრედიამ" გაქცევა ვერ მოახერხა [VIDEO]

AutoSharing Option
"წითელი ჯგუფის" ლიდერების შეხვედრის მნიშვნელობაზე ბევრს არ ვილაპარაკებთ - სამტრედიის "ეროსი მანჯგალაძეზე" არა მხოლოდ 3 ქულის ბედი წყდებოდა, არამედ ისიც, საჩემპიონო პლეი ოფში ვინ იბრძოლებდა. აქედან გამომდინარეობდა სასტარტო მღელვარება და სიფრთხილე, რომელსაც მეტოქეები მატჩის დასაწყისში იჩენდნენ.

პირველ ტაიმში ბათუმის "დინამომ" უფრო ორგანიზებულად ითამაშა, კარი "მშრალად" შეინახა და ტაიმის მიწურულს ანგარიშის გახსნაც მოახერხა: ლევან გეგეჭკორის ფლანგური გადაცემისას, ნიკა კვანტალიანი მეკარის საჯარიმოში მეურვისგან გათავისუფლდა და ახლო მანძილიდან თავით ზუსტად დაარტყა - 0:1.

მეორე ნახევარში ბათუმელები არადამაჯერებლად გამოიყურებოდნენ: ერთი მიზეზი ის იყო, რომ
მასპინძლებს ფიზიკურ მომზადებაში ჩამორჩნენ, ხოლო მეორე - დავით კვირკველიას ტრავმა გახლდათ, რის გამოც სტუმართა ერთ-ერთი ლიდერი შეცვალეს კიდეც.

"სამტრედია" მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდა, შეტევებს აძლიერებდა და რეალური საგოლე მომენტებიც შექმნა, მაგრამ ბათუმელებს აშკარად უმართლებდათ - მათი მეკარე ანატოლი ტიმოფეევი დამაჯერებლად თამაშობდა.

მაგალითად, ბაჩანა არაბულის დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა და "დინამო" გადარჩა. მალე ბუდუ ზივზივაძემ საჯარიმოში ბურთს ცერი მიარტყა, მაგრამ მეკარემ კარგი რეაქცია გამოავლინა და გუნდი გადაარჩინა. იგივე განმეორდა დავით რაჟამაშვილის შეტევის დროსაც - ბურთს ისევ ბათუმელთა მეკარე გადაეღობა.

მაგრამ "სამტრედიის" მორიგი შეტევის წინააღმდეგ ტიმოფეევიც უძლური აღმოჩნდა: საგოლე იერიში მასპინძელთა ძალიან სწრაფ კომბინაციას მოჰყვა - რაჟამაშვილმა არაბულს გაუგრძელა პასი, მან კი პენალტის ნიშნულთან ზივზივაძე მოძებნა და მასპინძელთა თავდამსხმელმა ახლო მანძილიდან წონასწორობა აღადგინა - 1:1.

"სამტრედია" ამის შემდეგაც უტევდა. რეალური საგოლე მომენტი შეცვლაზე შესულმა დავით ჯიქიამაც შექმნა, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ფრე სტუმრებს უფრო აძლევთ ხელს, რადგან სამტრედიელებს შინ მხოლოდ გამარჯვება და კონკურენტთან უპირატესობის გაზრდა დააკმაყოფილებდათ, რაც ამჯერად ვერ მოახერხეს.

უმაღლესი ლიგა. VIII ტური. "წითელი ჯგუფი"
02.10. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"
სამტრედია-დინამო (ბთ) 1:1
გოლები: 0:1 კვანტალიანი (40. გეგეჭკორის პასით), 1:1 ზივზივაძე (60. არაბულის პასით)
სამტრედია: მიგინეიშვილი, მთივლიშვილი (58. მჭედლიშვილი), გოგიაშვილი, სანდოხაძე, შერგელაშვილი, დათუნაიშვილი, მანჯგალაძე, რაჟამაშვილი, არაბული, გამყრელიძე (81. ცნობილაძე), ზივზივაძე (77. ჯიქია).
სათადარიგოები: მეშველიანი, იმედაშვილი, ახალაძე, მარკოზაშვილი
მწვრთნელი: გია ცეცაძე
დინამო: ტიმოფეევი, ტვილდიანი, გოგიტრიძე, კვირკველია (71. მგელაძე), სუხიაშვილი, თარხნიშვილი, შონია, გეგეჭკორი, ქავთარაძე (81. თევდორაძე), კვანტალიანი (59. გორელიშვილი), ლობჟანიძე.
სათადარიგოები: ტაკიძე, ქორიძე, ვარშანიძე, მარიანოვიჩი
მწვრთნელი: ლევან ხომერიკი
არბიტრი: გ. ვადაჭკორია

მომტევნო ტური
"თეთრი ჯგუფი"
15 ოქტომბერი
ჩიხურა-შუქურა
გურია-დინამო (თბ)
ტორპედო-ლოკომოტივი

"წითელი ჯგუფი"
15 ოქტომბერი
სიონი-სამტრედია
დინამო (ბთ)-კოლხეთი

16 ოქტომბერი
ზუგდიდი-დილა

ბომბარდირები:
ჯ. დვალი (ცხინვალი) 7
ს. ლობჟანიძე (ჩიხურა) 6
თ. შონია (დინამო, ბთ) 5
ზივზივაძე (სამტრედია) 5.

სერგო კორძაია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სამტრედიამ ბევრი საგოლე შანსი გაანიავა, ეს ფაქტია, შესრულება უკეთეს დონეზე უნდა ჰქონდეთ.
მაგრამ ბათუმელ ფეხბურთელთა სამარცხვინოდ და სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ მათმა სპორტულ კაცობაზეც კი არ დაფიქრდნენ , ისე შეირგეს ის უმსგავსო გოლი, რომელიც მათ მიერ სამტრედიელთა საჯარიმოში ფეხბურთელის სრულიად უხეშად მოცელვას მოჰყვა.
მატჩი უნდა დამთავრებულიყო მრავალით 0-ნოლი სამტრედიელთა სასარგებლოდ.
Jango
12:27 03-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული