მისი ისტორია ცნობილია - ისრაელში პირი უტეხეს, საქართველოში დაბრუნდა და "დილაში" აღმოჩნდა. მაგრამ განაცხადში მისი შეყვანა მანამდე ვერ ხერხდებოდა, სანამ ინვესტორზე კლუბის გადაფორმება არ დასრულდებოდა.
ცნობილია, რომ ერთი კვირის წინ, გორის "დილა" აუქციონზე 344 ათას ლარად გაიყიდა და ის ებრაელ ბიზნესმენთა ჯგუფმა შეიძინა. ცხადია, დავინტერესდით, ახლა მაინც თუ მოხერხდა რევიშვილის განაცხადში შეყვანა?
"შემდეგ შეხვედრას "დილა" სანაკრებო პაუზის შემდეგ, 15 ოქტომბერს
ყოველ შემთხვევაში, 15 ოქტომბრამდე საკმაო დროა და, ალბათ, ამ დღეს ვითამაშებ კიდეც "დილას" შემადგენლობაში", - გვითხრა რევიშვილმა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მეგობარო, ნუკრი რევიშვილი არის საუკეთესო მეკარე საქართველოში, ერთი როინ კვასხვაძე თუ მივა მასთან ახლოს.
დილას ფანებს უნდა ეამაყებოდეთ რომ ნუკრი გორში მოვიდა სათამაშოდ. ესპანეთის ნაკრებთან ნახე როგორ ითამაშა? ცხვირპირი დაილეწა ისე არ შეუშნდა ესპანელებს. გამოსვლებზე მაგარია, აკრობატულია, თავდაჯერებული გამოდის ბურთზე. იმედია მალე აღიდგენს ფორმას ესპანეთთან მიღებული ტრავმის შემდეგ და დაუბრუნდება საქართველოს ნაკრებს.