გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა გამოცდილმა ცენტრალურმა მცველმა გივი ქარქუზაშვილმა. მან სეზონის დასაწყისში მიიღო ტრავმა და მას შემდეგ უქმობდა. ასევე, ვარჯიში განაახლეს თედო კაკულიამ და გიორგი გავაშელიშვილმა. ამ დროისთვის სამივე მათგანი ინდივიდუალურად ვარჯიშობს.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩში "დილა" გასვლაზე ეთამაშება "ზუგდიდს". ეს შეხვედრა სოფელ ზედა ეწერის სტადიონში 16 ოქტომბერს გაიმართება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)