უმაღლესი ლიგა. IX ტური: სამი გაძევება ერთ მატჩში [VIDEO]

AutoSharing Option
15 ოქტომბერს უმაღლესი ლიგის IX ტურის 4 მატჩი გაიმართა.

თბილისის "დინამო" ლანჩხუთის "გურიას" ესტუმრა და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში ერთბაშად სამი ფეხბურთელი გააძევეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

საჩხერის "ჩიხურასა" და ქობულეთის "შუქურას" შორის მატჩი ფრედ ანგარიშით 1:1  დასრულდა.

"სამტრედიამ" სტუმრად ბოლნისის "სიონი" 3:0 გაანადგურა. ფოთის "კოლხეთმა" კი მინიმალური ანგარიშით სძლია სტუმრად ბათუმის "დინამოს".

თეთრი ჯგუფი
ლანჩხუთი, "ევგრაფი შევარდნაძე"
გურია-დინამო (თბ) 0:2
გოლი: 0:1 ლადო დვალიშვილი (49), 0:2 ზაზა ჭელიძე (72)
გაძევება: 45 გიორგია ჭედია (გურია), 45 გიორგი პაპუნაშვილი
(დინამო), 45 რენე ფერეირა (დინამო)

ივანწმინდა, ცენტრალური სტადიონი
ჩიხურა-შუქურა 1:1
გოლები: 0:1 კობა შალამბერიძე (39), 1:1 დენის დობროვოლსკი (69)

წითელი ჯგუფი
ბოლნისი, "თამაზ სტეფანია"
სიონი-სამტრედია 0:3
გოლები: 0:1 დავით რაჟამაშვილი (35), 0:2 ბუდუ ზივზივაძე (69), 0:3 ბაჩანა არაბული (80)

ქობულეთი, ჩელე არენა
დინამო (ბთ)-კოლხეთი 0:1
გოლი: 0:1 ვლადიმირ კორობკა (53)

ქუთაისის "ტორპედოსა" და თბილისის "ლოკომოტივს" შორის შეხვედრა დღეს 19:00 საათზე დაიწყება, ხოლო ზუგდიდი-დილა 16 ოქტომბერს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ბათუმის დინამოს მწვრთნელს და ხელმძღვანელობას მიზეზი აქვთ ერთი "ქალაქში მოედნის არ არსებობა" გასაგებია, რომ ეს არის დიდი პრობლემა მაგრამ სხვა ყველა პირობა აქვს ბათუმის დინამოს, რომ უკეთესი შედეგი აჩვენოს.
Ramo Batumi
09:29 16-10-2016
0
ხომერიკის შექება ვერ მოვასწარი და ბათუმმა საკუთარ მოედანზე გაასხა ვანიჩკას ბატივით.
Zurab
20:35 15-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული