უმაღლესი ლიგა. IX ტური: "ტორპედომ" გასავარდნ ზონას თავი დააღწია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 ოქტომბერს უმაღლესი ლიგის IX ტურის 5 მატჩი გაიმართა. დღის ბოლო შეხვედრა ქუთაისში ადგილობრივ "ტორპედოსა" და თბილისის "ლოკომოტივს" შორის შედგა. ამ ტურამდე ბოლო ადგილზე მყოფ ქუთაისელებს დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვება აუცილებლად სჭირდებოდათ და დამაჯერებლად მოიგეს კიდეც - 3:0.

ანგარიში მე-14 წუთზე ოლეგ მამასახლისმა გახსნა, რომელმაც პენალტი გაიტანა. 33-ე წუთზე თბილისელთა კარში მეორე პენალტიც დაინიშნა, რომელიც კვლავ მამასახლისმა გაიტანა, 64-ე წუთზე კი გიორგი გეთიაშვილმა ბურთი თავის კარში ჩაჭრა.

"ტორპედოს" ამ გამარჯვებით 9 ქულა დაუგროვდა და გასავარდნ ზონას თავი დააღწია. ქუთაისელები მე-4 ადგილზე
არიან, "ლოკომოტივი" კი 11 ქულით მესამეა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
მოუთმენლად ველით ტორპედო დინამოს თამაშს ვიცი რომ სამტრედიელი ბალეშიკებიც ელიან დიდი ამბავი იქნება ტორპედოზე 26 ნოემბერს კაი დღე არ დაადგება დინამოს დინამოს ფანებს ჩამოსვლას არ ვურჩევდი.
td
16 ოქტომბერი 2016 13:46
0
სისწრაფე,ფეხბურთის გაზრებული თამაში-მაყურებელიც გეყოლებათ,ბილეთის ფულსაც გადაიხდის მაყურებელი-ყველა მოგებული დარჩება,მაყურებელიც,ფეხბურთი და მთლიანათ საქართველო
999999999
16 ოქტომბერი 2016 13:02
0
კი მაგრამ რატომ რცხვენიათ ტორპედოს ვიდეო მიმომხილველებს ტორპედოს ამ ჰიმნი-სიმღერის დადება იმ ვიდეოებზე სადაც ტორპედომ წააგო ან ფრე ითამაშა?მხოლდო მოგებულზე ხართ ბიჭებო მაგარ გულზე?
არა მგონია რომ თვით ფეხბურთელებსაც მოსწონდეთ ასეთი რამ,არმოგებულ მატჩზე სიმღერა მათ მომავალი მატჩისათვის შემართებას მატებს,ასე არ არის?
QWERTY
16 ოქტომბერი 2016 12:29
0
ძალიან კარგი გუნდია ტორპედო,მეტი უნდა მოინდომონ და შრსაბამის ადგოლს დაიჩერენ,რასაც ქვია დაახიეს ბურთი ლოკომოტივს..7 ბურთი უნდა გაეტანათ..
giorgi
16 ოქტომბერი 2016 02:27
0
ჯერ რა დროს ევროთასებია, მთავარია ჩემპიონატი ნორმალურად ჩავამთავროთ. დღევანდელ თამაშში, რაც მთავარია, შემართება იყო შესაფერისი, როგორიც საჭიროა და შედეგიც მოვიდა. საგოლე მომენტების რეალიზაციაა გამოსასწორებელი და შედეგი კიდევ უკეთესი იქნება.
kote
16 ოქტომბერი 2016 01:36
0
ორი პენალტი და ერთი ავტოგოლი, არცერთი სათამაშო გოლი ტორპედოსაგან
თუმცა რაცხას კი იბრძოდნენ,იმედია მალე დალაგდებიან და ლიგაში დარჩებიან, თუმცა ასეთი ხარისხის ტორპედოს ევროპალიგაზე არაფერი ესაქმება.ამათმა კიდევ უნდა დალაგდნენ და გაიზარდნონ
წარმატებები ტორპედოს!
QWERTY
15 ოქტომბერი 2016 22:56
0
წაგება წაგებაა მაგრამ ასეთი? გუნდს მთელი თამაშის განმავლობაში ერთხელ არ დაურტყამს კარში. კარში დარტყმას რომ თავი დავანებოთ ტორპედოს საჯარიმოს სიახლოვეს კი არა მოედნის ცენტრიც არ გაუკეთებიათ გააზრებული კომბინაცია. ტორპედოს კიდე მინიმუმ სამი გოლი უნდა გაეტანა.
lelo
15 ოქტომბერი 2016 22:32
0
ჩემი ტორპედო ჩემი სიამაყეა!!!
zaza
15 ოქტომბერი 2016 22:31
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული