უმაღლესი ლიგა. IX ტური: "ტორპედომ" გასავარდნ ზონას თავი დააღწია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 ოქტომბერს უმაღლესი ლიგის IX ტურის 5 მატჩი გაიმართა. დღის ბოლო შეხვედრა ქუთაისში ადგილობრივ "ტორპედოსა" და თბილისის "ლოკომოტივს" შორის შედგა. ამ ტურამდე ბოლო ადგილზე მყოფ ქუთაისელებს დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვება აუცილებლად სჭირდებოდათ და დამაჯერებლად მოიგეს კიდეც - 3:0.

ანგარიში მე-14 წუთზე ოლეგ მამასახლისმა გახსნა, რომელმაც პენალტი გაიტანა. 33-ე წუთზე თბილისელთა კარში მეორე პენალტიც დაინიშნა, რომელიც კვლავ მამასახლისმა გაიტანა, 64-ე წუთზე კი გიორგი გეთიაშვილმა ბურთი თავის კარში ჩაჭრა.

"ტორპედოს" ამ გამარჯვებით 9 ქულა დაუგროვდა და გასავარდნ ზონას თავი დააღწია. ქუთაისელები მე-4 ადგილზე
არიან, "ლოკომოტივი" კი 11 ქულით მესამეა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
მოუთმენლად ველით ტორპედო დინამოს თამაშს ვიცი რომ სამტრედიელი ბალეშიკებიც ელიან დიდი ამბავი იქნება ტორპედოზე 26 ნოემბერს კაი დღე არ დაადგება დინამოს დინამოს ფანებს ჩამოსვლას არ ვურჩევდი.
0
სისწრაფე,ფეხბურთის გაზრებული თამაში-მაყურებელიც გეყოლებათ,ბილეთის ფულსაც გადაიხდის მაყურებელი-ყველა მოგებული დარჩება,მაყურებელიც,ფეხბურთი და მთლიანათ საქართველო
999999999
13:02 16-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული