გიორგი პაპუნაშვილი: მე და რენე მეგობრები ვართ

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გიორგი პაპუნაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით "გურიასთან" მომხდარს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ცუდი ფაქტი მოხდა, რომელიც არ უნდა მომხდარიყო. შეგახსენებთ, რომ დღეს, უმაღლესი ლიგის მე-9 ტურში თბილისის "დინამოს" ფეხბურთელებმა გიორგი პაპუნაშვილმა და რენე ფერეირამ წითელი ბარათები ერთმანეთში ჩხუბის შემდეგ მიიღეს.

- მსაჯმა ორი დინამოელი ერთმანეთში ჩხუბის შემდეგ გააძევა [VIDEO]
-  რენე ფერეირა: ბოდიში... გპირდებით, ეს აღარ განმეორდება

"ცუდი ფაქტი მოხდა, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს. ზოგადად, ასეთი ფაქტები არ უნდა ხდებოდეს, მე და რენე მეგობრები ვართ. მთავარია, მოვიგეთ,
მნიშვნელოვანი სამი ქულა ავიღეთ და კვლავ გვაქვს შანსი ჩემპიონობისთვის ვიბრძოლოთ. ასე რომ ჩვენი გულშემატკივრის გვერდში დგომა გვჭირდება, რომლებიც დღეს ლანჩხუთში მრავლად იყვნენ", - წერს პაპუნაშვილი.

13 ქულით "დინამო" "თეთრ ჯგუფში" მეორეზეა.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ფიფიას დამსახურებაა ნაკრებში რო იძახებენ დინამოელს რომელი დინამოელი არის გამოსაძახებელი ნაკრებში???ჯიხაური ვითომ იმსახურებს,,,სინამდვილეში ფიფია კობიაშვილთან შეკრულია ამდენ ფულს ვხარჯავ გუნდშიო მარა მაინც ,,,,, მყავსო და იქნებ გავყიდოოო და ძალით ავალევბენ ვაის გამოიძახოს ეს ყრუ დინამოლები,,,,სანამ ესე იქნებ ამ ჩვენ ფეხღბურთს არ ეშველება არაფერი
ქუთეისელი
14:52 16-10-2016
0
თბილისის დინამო საკუთრ ავტორიტეტს, ისტორიას და სახელს რომ უფრთხილდებოდეს ასეთ ფეხბურთელებს წესით გუნდში არ უნდა აჩერბდნენ, მაგრამ სწორედ ეგაა სამწუხარო, რომ დრეს დინამოს სახელი და ისტორია ფეხებზე კიდია ყველას.
ბოლო დროს გუნდში ისეთი რამეები ხდება, თავმოყვარე პრეზიდენტი ადგებოდა და წავიდოდა, გაეცლებოდა გუნდს საერთოდ
ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა მიხდეს ფიფია, რომ არაა ფეხბურთი მისი საქმე და სანამ ბოლომდე გაუნადგურებია ეს გუნდი, ნახოს ვინმე კარგი სერიოზული ინვესტორი და გაეცალოს რა ამ გუნდს, წავიდეს მიხედოს თავის აკადემიას
ქომაგი
12:27 16-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული