გიორგი პაპუნაშვილი: მე და რენე მეგობრები ვართ

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გიორგი პაპუნაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით "გურიასთან" მომხდარს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ცუდი ფაქტი მოხდა, რომელიც არ უნდა მომხდარიყო. შეგახსენებთ, რომ დღეს, უმაღლესი ლიგის მე-9 ტურში თბილისის "დინამოს" ფეხბურთელებმა გიორგი პაპუნაშვილმა და რენე ფერეირამ წითელი ბარათები ერთმანეთში ჩხუბის შემდეგ მიიღეს.

- მსაჯმა ორი დინამოელი ერთმანეთში ჩხუბის შემდეგ გააძევა [VIDEO]
-  რენე ფერეირა: ბოდიში... გპირდებით, ეს აღარ განმეორდება

"ცუდი ფაქტი მოხდა, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს. ზოგადად, ასეთი ფაქტები არ უნდა ხდებოდეს, მე და რენე მეგობრები ვართ. მთავარია, მოვიგეთ,
მნიშვნელოვანი სამი ქულა ავიღეთ და კვლავ გვაქვს შანსი ჩემპიონობისთვის ვიბრძოლოთ. ასე რომ ჩვენი გულშემატკივრის გვერდში დგომა გვჭირდება, რომლებიც დღეს ლანჩხუთში მრავლად იყვნენ", - წერს პაპუნაშვილი.

13 ქულით "დინამო" "თეთრ ჯგუფში" მეორეზეა.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ვაი ქართულ ფეხბურთს....
status quo
01:23 16-10-2016
0
ეჰ ჯობია პაპუნაშვილო ფეხბურთი ისწავლო უკეთესად, ვერდერიდან კაცი აქ როგორ დაბრუნდი, მაინტერესებს საქართველოს ნაკრებში ვინ და რატომ გიძახებს იქნებ გამცეს ვინმემ პასუხი. მადლობა!
Nodo
02:12 16-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული