[ექსკლუზივი] თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელობის ორი სავარაუდო კანდიდატი

AutoSharing Option
ფოტოზე: ლეონიდ კუჩუკი და ვიაჩესლავ გროზნი
თბილისის "დინამოს" შეფობა მთავარი მწვრთნელის ძიებაშია. ამ მოვალეობას ახლა თამაზ სამხარაძე ასრულებს. ვაკანტურ თანამდებობაზე რამდენიმე სპეციალისტის კანდიდატურა განიხილება.

"ლელოს" ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანია 60 წლის უკრაინელი მწვრთნელი ვიაჩესლავ გროზნი. ბოლოს ის უკრაინულ "ჰოვერლას" წვრთნიდა, სხვადასხვა დროს კი ხელმძღვანელობდა "ნივას", "დნიპროს", "სპარტაკს", "ლევსკის", კიევის "არსენალს", ზაპოროჟიეს "მეტალურგს", "ტერეკსა" და "ტობოლს".

"ლელომ" მოიპოვა ინფორმაცია მეორე კანდიდატზეც. ეს გახლავთ ბელარუსი სპეციალისტი, 57 წლის ლეონიდ კუჩუკია. ის მუშაობდა მოლდოვურ "შერიფში", ორი სხვადასხვა ვადით წვრთნიდა კრასნოდარის "ყუბანს" (ბოლოს სწორედ ამ
გუნდს ავარჯიშებდა) და იყო მოსკოვის "ლოკომოტივის" თავკაციც. აღსანიშნავია, რომ კუჩუკს სანდრო კობახიძესთან ერთად კიევის "არსენალში" (2011-2012 წლებში) უმუშავია.

ახალი მთავარი მწვრთნელის კანდიდატურებზე თბილისის "დინამო" კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 43 /
ბიჯო ფეხბურთელები მოიყვანეთ რა მწვრთნელი )
0
არც ერთი არ მოიყვანოთ დინამოში! ფიფია ცოტა აზრზე მოდი რას აკეთებ!
rusi
10:34 18-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული