უმაღლესი ლიგა. X ტური: "შუქურამ" მოიგო, "დილა" და ბათუმის "დინამო" უგოლოდ დაშორდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
22 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის X ტური ორი მატჩით გაიხსნა.

"თეთრ ჯგუფში" ქობულეთის "შუქურამ" ლანჩხუთის "გურიას" უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა. ამ გამარჯვებით ქობულეთელებმა 10 ქულა დააგროვეს და დროებით სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილს იკავებენ.

უგოლოდ დასრულდა გორში გამართული "წითელ  ჯგუფის" მატჩი, რომელშიც გორის "დილამ" ბათუმის "დინამო" მიიღო. ამ დროისთვის ბათუმელები ცხრილში 14 ქულით მესამე ადგილზე არიან, "დილას" კი 10 ქულით მეოთხე პოზიცია უკავია.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

უმაღლესი ლიგის X ტურის დანარჩენი ოთხი მატჩი კვირას, 23 ოქტომბერს გაიმართება.

უმაღლესი ლიგა. X ტური
თეთრი ჯგუფი
22.10. ქობულეთი. ჩელე არენა
შუქურა-გურია 3:1
გოლები: 0:1 დავით კირკიტაძე (25), 1:1 კობა შალამბერიძე (45), 2:1 ირაკლი კომახიძე (47), 3:1 გიორგი ჭანუყვაძე (90).

23.10. თბილისი. მიხეილ მესხი. 15:00
ლოკომოტივი-ჩიხურა

23.10. თბილისი. დინამო არენა. 17:00
დინამო (თბ)-ცხინვალი

წითელი ჯგუფი
22.10. გორი. თენგიზ ბურჯანაძე
დილა-დინამო (ბთ) 0:0

23.10. ქობულეთი. ჩელე არენა. 15:00
კოლხეთი-სიონი

23.10. სამტრედია. ე. მანჯგალაძე. 15:00
სამტრედია-საბურთალო
მკითხველის კომენტარები / 6 /
meti ra gaaketos batumma, sadac "momwvanebul mindors" dainaxavas iq varjishobs, aset situaciashi dznelia rame motxovo. stadions rom tavi davanebot savarjisho moedanic agar aqvs
nnnn
09:58 23-10-2016
0
ანტიფეხბურთი გორში და იმედის მომცემი შუქურა.
ნამდვილად არ მეგონა თუ ბათუმი ასე დაეცემოდა და ასეთ უმსგავსოებას ჩაიდენდა მინდორზე,არც მაყურებლის პატივისცემა, არც საკუთარი თავის მიმართ, გამოვიდა 22 ზარმაცი და სპორტულ სინდისთან მწყრალად მყოფი ხელჩაქნეული ახალგაზრდა კაცები და დაზლოზინებდნენ რომ იქნებ 90 წუთი როგორმე გასულიყო...ფუუუიიი...
Jango
23:49 22-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული