გთავაზობთ ამონარიდს ინტერნეტკონფერენციიდან.
მკითხველი:
- მოგესალმებით, ნუკრი. პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ ახალ გუნდში გადასვლა და წარმატებები გისურვოთ როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო ასპარეზზე. გითამაშიათ როგორც რუსეთში, ასევე, საქართველოს ჩემპიონატში... როგორ შეადარებდით ამ ორი ქვეყნის პირველობის დონეს ერთმანეთს? და რას ნიშნავს თქვენთვის საქართველოს სახელით თამაში? გმადლობთ.
- ჩემთვის საქართველოს სახელით თამაში ნიშნავს ყველაფერს. პატარაობიდანვე ნაკრებში
დონეებს რაც შეეხება: ორი აზრი არ არსებობს, რომ დიდია სხვაობა. თასზე "ლოკომოტივის" წინააღმდეგ ვითამაშეთ და ტრიბუნებისკენ რომ გავიხედე, 100-მდე ადამიანი იყო - ჩემი და სხვა ფეხბურთელების ახლობლები. მოედანზე 22-ნი ვართ და თითო ფეხბურთელის 5 ნათესავი რომ მოდის, კი არის 100-მდე ადამიანი... ჩვენთან ერთად, სტადიონზე გულშემატკივრებმაც უნდა შექმნან საფეხბურთო ატმოსფერო. რუსეთში ეს პრობლემა არ დგას.
სრული ინტერნეტკონფერენციის ნახვა აქ შეგიძლიათ - ნუკრი რევიშვილმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა.
ასეთ ამინდში კი არა მაისში და ივნისში აღარ დადის ხალხი და ეს გასაკვირი ნამდვილად არ არის (სამწუხაროდ)
მეც მინდა, რომ უმაღლესის თამაშებზე ხალხი დადიოდეს. აფასებდნენ ქართულ ფეხბურთს და უამრავი ხუმრობით და ანეგდოტით არ მოიხსენიებდნენ. თუმცა რასაც ახლა ვუყურებთ საშინებაა,კატასტრიფაა.
ალბათ ნეპოტიზმის უმაღლესი დონეა(ნაკრების ახალგაზრდულებში მხოლოდ უცხოური და თბილისური გუნდებიდან არიან ფეხბურთელები :@ ვერ დავიჯერებ, რომ სხვა გუნდში 1 ფეხბურთელი მაინც ვერ მოინახა, მე თუ მკითხავთ ერთს კი არა 10-ს მოძებნი, რომლებიც იმსახურებენ თამაშს), არცერთი სტადიონი არ შეესაბამება ეუროპის სტანდარტებს (1-2, თუ არ ჩავთვლით), ქართული ფეხბურთის ბიუჯეტიც ძალიან მცირეა, ყველა გაღლეტვაზეა, პროფესიონალი და კვალიფიკაციის მქონე ადამიანები ქართულ საფეხბურთო სამყაროში ცოტაა.
მოკლედ, ჩემი ვარაუდით,ახალ სეზონში ვერ მოვახერხებთ ჩ.ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლას (სამწუხაროდ). იმედია ჩემი ვარაუდო არასწორი გამოდგება