თბილისის "ლოკომოტივი", შესაძლოა, გიორგი დევდარიანმა გაწვრთნას

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივში" ერთწლიანი მუშაობის შემდეგ, გუნდის ესპანელმა მთავარმა მწვრთნელმა ჟერარდ სარაგოსამ დაკავებული პოსტი დატოვა. კლუბის ოფიციალური საიტის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ურთიერთშეთანხმების შედეგად იქნა მიღებული.

როგორც კლუბის პრესსამსახურისგან შევიტყვეთ, "ლოკომოტივის" ხელმძღვანელობა მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე არაერთ კანდიდატს განიხილავს, ერთ-ერთი კი გიორგი დევდარიანია.

შეგახსენებთ, რომ დევდარიანი "ლოკომოტივის" 19-წლამდელთა გუნდს წვრთნიდა, უმაღლეს ლიგაში კი გორის "დილაში" უმუშავია. დევდარიანს ასევე საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებები გაუწვრთნია.
მკითხველის კომენტარები / 7 /
გიორგი წარმატებები, 19- ებში კარგი ბიჭები არ დაივიწყო , იქნებ თან წაიყვანო და შენთან ავარჯიშო
vaxo
03:10 25-10-2016
0
რა თქმა უნდა დევდარიანი უნდა დანიშნონ
ალეკსანდრე
09:48 25-10-2016
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული