ამ კლუბს ბიზნესმენი ალექსანდრე (საშა) წულაია ხელმძღვანელობს. ის ცდილობს, თავისი მშობლიური ქალაქის ოცნების გუნდი შეინარჩუნოს. წულაიას კლუბის მოღონიერება და უმაღლეს ლიგაში გადასვლა სურს. მაგრამ ისიც კარგად იცის, რომ ძლიერი გუნდის ჩამოყალიბება, საფუძვლისა და საკუთარი საფეხბურთო სკოლის გარეშე, შეუძლებელია.
საამისოდ, კონკრეტული ნაბიჯებიც გადაიდგა - თბილისის მერიამ "ცხუმს" ვარკეთილში გამოუყო
"თემქის ტერიტორია კარგია იმით, რომ მუხიანსა და გლანდთან ძალიან ახლოსაა. ამ სამ უბანში 320 ათასი მოსახლეა - სოხუმზე სამჯერ მეტი და, შესაბამისად, ბავშვების არჩევანიც მეტი იქნება. გარდა ამისა, ფართიც მეტია და 1 სტანდარტული და 3 არასტანდარტული მოედნის მოწყობა, ასევე, რამდენიმე ადმინისტრაციული შენობის ჩადგმა შეიძლება".
"ცხუმის" პრეზიდენტის თქმით, თემქისთვის ოდნავ განსხვავებული პროექტი დამუშავდა:
"ჩვენი ჩანაფიქრია, დავაფუძნოთ საკუთარი საფეხბურთო სკოლა, მოვაწყოთ სტანდარტული სტადიონი, 1500 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნებით... ამას გარდა, გათვალისწინებულია დარბაზის მოწყობა, რომლითაც ფუტსალის გუნდი ისარგებლებს, იქნება კვების ბლოკი, სამედიცინო, მასაჟისა და ტაქტიკური ვარჯიშების ოთახი.
მოკლედ, კლუბისთვის აუცილებელი ყველა ელემენტარული პირობა უნდა შევქმნათ".
პროექტები და ჩანაფიქრები კარგია, მაგრამ რამდენად რეალურია მისი განხორციელება? წულაია ამაზეც გველაპარაკა:
"ტერიტორიის გადასაცემად აუცილებელია, რომ სახელმწიფოს, გარანტიის სახით, პროექტის ღირებულების 10 პროცენტი დავურიცხოთ. არც ესაა პრობლემა, მაგრამ ჩემი აზრია, რომ მსგავს შემთხვევაში აჯობებს, ეს თანხა ისევ პროექტის განხორციელებას მოხმარდეს.
ჩვენი პროექტის თაობაზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს, ტარიელ ხეჩიკაშვილს ველაპარაკე. მისმა გულისხმიერებამ და საქმისადმი დამოკიდებულებამ დიდი სტიმული გამიჩინა.
მზად ვართ, საფეხბურთო კომპლექსის მშენებლობა იანვრიდან დავიწყოთ და 2017 წელს პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების დიდი ნაწილი დავასრულოთ, 2018 წლისთვის კი უკვე საკმაოდ კარგი ბაზა გვექნება".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"