იმერულ დერბის გორი უმასპინძლებს - ჩხეტიანი და ფრუიძე მომავალ მატჩზე

AutoSharing Option
29 ოქტომბერს, საქართველოს ჩემპიონატის XI ტურში, საჩხერის "ჩიხურა" ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლებს. თუმცა, "მასპინძლობა" ამ შემთხვევაში მაინც პირობითია, რადგან "ჩიხურა" მეტოქეს ივანწმინდაში ვერ მიიღებს. მოედნის საფარის უვარგისობის გამო ფეხბურთის ფედერაციამ საჩხერელებს საკუთარ არენაზე თამაში აუკრძალა მანამ, ვიდრე პრობლემას არ მოაგვარებს.

"ჩიხურას" ხელმძღვანელობამ იმერული კლუბების დაპირისპირების არენად გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი აირჩია.

ეს მატჩი ორივე გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია. მოგების შემთხვევაში, საჩხერელები "თეთრ ჯგუფში" პირველ ადგილს დაიკანონებენ და საჩემპიონო პლეი ოფში ითამაშებენ. ქუთაისის "ტორპედოს" კი შანსი ექნება, მე-5 ადგილს დააღწიოს თავი.

"ამ შეხვედრისთვის
განსაკუთრებული მონდომებით ვემზადებით, რადგან ჩემპიონატი გადამწყვეტ ფაზაშია შესული, ჩვენ კი ქულები ჰაერივით გვჭირდება. "ჩიხურა" ძლიერი და კარგად შეთამაშებული გუნდია, დაბალანსებულია და გრძელი სათადარიგოთა სკამიც აქვს. ასეთ დროს ლაშა კუჭუხიძის დამატება მახარებს, რადგან ქუთაისელი გამოცდილი და საკმაოდ კარგი მოთამაშეა.

იმედია, დარჩენილ ტურებში დიდ სამსახურს გაგვიწევს. მის მიმართ მადლობის მეტი რა გვეთქმის, ახლა ბიუჯეტი ყველა კლუბს გაწერილი აქვს და, ფაქტობრივად, მიზერულ ხელფასზე დაგვთანხმდა.

კუჭუხიძის გარდა, კიდევ ორიოდე მოთამაშის დამატებაზე ვფიქრობდით, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა", - ამბობს "ტორპედოს" მწვრთნელი კახა ჩხეტიანი.

მას უმაღლეს ლიგაში ქუთაისელების დარჩენის შანსებზეც ვკითხეთ:

"რა თქმა უნდა, მდგომარეობა უმძიმესია, მაგრამ არა უიმედო. სეზონის ბოლომდე ასეთი დაძაბულობა იქნება, მშვიდი ცხოვრება გარანტირებული არავის აქვს. დარჩენილი ოთხი მატჩი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. ვითარება ყოველ ტურში ისე იცვლება, ვერ გაიგებ, საბოლოოდ ვინ ვის გადაასწრებს.

ჯერ მხოლოდ ის ვიცით, რომ, დიდი ალბათობით, პირველ ადგილს "ჩიხურა" დაიკავებს, მეორეზე კი "დინამო" გავა. ესაა და ეს. დანარჩენი 5 ადგილის საკითხი ჯერაც გაურკვეველია. სწორედ ამ გაურკვევლობიდან გამომდინარეა, რომ უიმედოდ არ ვართ.

ჩემპიონატის საწყის ეტაპზე ქუთაისელ გულშემატკივარს გული ვატკინეთ და ვალდებულები ვართ, ახლა მაინც გავახაროთ, კლუბის სახელს და ავტორიტეტს გავუფრთხილდეთ".

"ლელო" საჩხერელთა მწვრთნელ სოსო ფრუიძესაც დაუკავშირდა:

"გორში ურთულესი თამაში გველის. რა თქმა უნდა, გვერჩივნა, მეტოქე საკუთარ მოედანზე მიგვეღო, მაგრამ მიზეზი, რის გამოც ივანწმინდაში ფეხბურთის ფედერაციამ თამაში აგვიკრძალა, ლოგიკურია და არც გაემტყუნებათ.

ფედერაციის ხელმძღვანელობა "სამტრედიასთან" სათასო მატჩს დაესწრო და საკუთარი თვალით ნახა, რომ იქ იყო ბრძოლა და არა - ფეხბურთი. მოედანი კატასტროფულ მდგომარეობაშია და მარტო იმის გამო, რომ საკუთარ სტადიონზე ვერ ვთამაშობთ, პრეტენზიას ვერ წამოვაყენებთ.

ასევე მოხდა ფოთის "კოლხეთის" შემთხვევაში, სადაც "პარკი არენის" საფარი არაფრად ვარგა, გამონაკლისი კი არ უნდა არსებობდეს.

კარგ მოედანზე თამაში სიამოვნებაა და ეს თბილისის "ლოკომოტივთან" გამოჩნდა, სადაც გუნდის შედეგზე ამ ფაქტორმაც მოახდინა გავლენა. ასე რომ, სადაც ვითამაშებთ, 3 ქულა უნდა მოვიპოვოთ და საჩემპიონო პლეი ოფში თამაში გავინაღდოთ".

ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ყოფილი კლუბის სტადიონზე...
ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეა: გუნდის ახალწვეული 24 წლის ლაშა კუჭუხიძეა. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, ერთი თვეა, რაც თავდამსხმელი "ტორპედოში" ვარჯიშობს, თუმცა სეზონი გორის "დილაში" დაიწყო და განაცხადში მისი შეყვანა ვერ ხერხდებოდა.

ოფიციალურად, მისი გატორპედოელება გუშინ გახდა შესაძლებელი, როცა ფეხბურთის ფედერაციამ სამდღიანი სატრანსფერო "ფანჯარა" გახსნა. სხვათა შორის, დიდი ალბათობით, კუჭუხიძე პირველ შეხვედრას თავისი ყოფილი კლუბის ("ჩიხურა") წინააღმდეგ ასევე ყოფილი კლუბის ("დილა") სტადიონზე ჩაატარებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
გორელბიც დაესწრებიან ამ თამაშს და თითქმის ყველა მისული გორელი ქუთაის დაუჭერს მხარს მიზეზი ალბათ ფალავანდიშვილის ფაქტორიც დიდი იქნება!
დილა გორი
16:35 27-10-2016
0

"გორში ურთულესი
თამაში გველის. რა თქმა უნდა, გვერჩივნა, მეტოქე საკუთარ მოედანზე მიგვეღო, მაგრამ მიზეზი, რის გამოც ივანწმინდაში ფეხბურთის ფედერაციამ თამაში აგვიკრძალა, ლოგიკურია და არც გაემტყუნებათ.

ფედერაციის ხელმძღვანელობა "სამტრედიასთან" სათასო მატჩს დაესწრო და საკუთარი თვალით ნახა, რომ იქ იყო ბრძოლა და არა - ფეხბურთი. მოედანი კატასტროფულ მდგომარეობაშია და მარტო იმის გამო, რომ საკუთარ სტადიონზე ვერ ვთამაშობთ, პრეტენზიას ვერ წამოვაყენებთ.--------------

ფრუიძე მგონი ვაჟაკცი კაცი ხარ და უნდა გქონოდა სინდისი ბოლომდის, როცა ხედავდი რა საღორეში უნდა მიგეღო სამტრედია თასის 1/4 ში, უნდა მოგეთხოვა რომ პატიოსანი კაცი არ დაუშვებდა იქ თამაშს. არ ვიცი იქნებ კიდეც მოითხოვე მაგრამ ფედერაციამ რომ არაფერი გააკეთა და ჩათლახურად ლატარია გაათამაშდა პენალტების, ეს იყო არამზადული და მზაკვრული ქმედება მუჯირისა და კობიაშვილის მხრიდან.
ესაა რომ კლავს ფეხბურთს საქართველოში, მადლობა ღმერთს რომ სამტრედიას და ჩიხურას ორიევს გარანტირებულკი აქვთ ევროსაზგურები, მაგრამ ეს არ ამართლებს ფედრაციის აბსოლუტურ უნამუსობას და პროფანაციას.
Jango
16:47 27-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული