გორის "დილამ" ვაჟა მათიაშვილი დაიმატა

AutoSharing Option
გორის "დილას" შემადგენლობაში მატებაა. ამიერიდან კლუბის ღირსებას 22 წლის თავდამსხმელი ვაჟა მათიაშვილი დაიცავს. ფორვარდს საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში უთამაშია.

მათიაშვილი თბილისის "დინამოს" აღზრდილია. ამ კლუბის დუბლშემადგენლობის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი იყო, ბოლოს კი ლანჩხუთის "გურიასა" და ხონის "იმერეთში" თამაშობდა.

ცოტა ხნის წინ "დილას" მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა "ლელოს" უთხრა, რომ ელოდნენ ბრაზილიელ ნახევარმცველს, რომელიც იტალიის ჩემპიონატის ერთ-ერთ ქვედა ლიგაში თამაშობს. დავინტერესდით და შევიტყვეთ, რომ ამ ტრანსფერთან დაკავშირებით ახალი ჯერ არაფერია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
sanam ucha treneri ikneba, gors araferi ar eshveleba, sad naxes eg tipi sainteresoa.
stal
05:22 29-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული