უმაღლესი ლიგა. XI ტური: "ჩიხურამ" მოიგო და საჩემპიონო პლეი-ოფი გაინაღდა [VIDEO]

AutoSharing Option
29 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-11 ტური ორი მატჩით გაიხსნა.

"თეთრი ჯგუფის" ლიდერმა საჩხერის "ჩიხურამ" გორში ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ აგებდა, საბოლოოდ მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

ამ გამარჯვებით სოსო ფრუიძის გუნდმა 23 ქულა დააგროვა და საჩემპიონო პლეი-ოფში მონაწილეობა გაინაღდა. დარჩენილ ტურებში თბილისის "დინამოს" აქვს თეორიული შანსი, ქულებით გაუთანაბრდეს "ჩიხურას", თუმცა უერთიერთშეხვედრებით უპირატესობა ამ უკანასკნელს ექნება (0:0, 2:1).

ლანჩხუთში "გურიამ" თბილისის "ლოკომოტივი" მიიღო
და ისტორიაში პირველად მოუგო - 1:0. ამ გამარჯვებით გურულებმა 11 ქულა დააგროვეს და "თეთრ ჯგუფში" დროებით მესამე პოზიციაზე აინაცვლეს.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დღის ბოლოს "წითელ ჯგუფში" მე-11 ტურის შეხვედრას ჩაატარებენ "საბურთალო" და ფოთის "კოლხეთი", კიდევ სამი მატჩი კი კვირას, 30 ოქტომბერს გაიმართება.

უმაღლესი ლიგა. XI ტური
თეთრი ჯგუფი
29.10. ლანჩხუთი. ევ. შევარდნაძე.
გურია-ლოკომოტივი 1:0
გოლი: 1:0 ევგენი მურაშოვი (49).

29.10. გორი. თენგიზ ბურჯანაძე.
ჩიხურა-ტორპედო 2:1
გოლები: 0:1 ოლეგ მამასახლისი (პენ. 65), 1:1 თორნიკე გორგიაშვილი (66), 2:1 ლაშა ჩიკვაიძე (85).

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

30.10. თბილისი. მიხეილ მესხი (სათ)
ცხინვალი-შუქურა

წითელი ჯგუფი
29.10. თბილისი. მიხეილ მესხი. 17:00
საბურთალო-კოლხეთი

30.10. ბოლნისი. თამაზ სტეფანია. 15:00
სიონი-დილა

30.10. ქობულეთი. ჩელე არენა. 15:00
დინამო (ბთ)-ზუგდიდი
მკითხველის კომენტარები / 13 /
არ გინდათ რომ მოეშვათ სამტრედიელები და საჩხერლები წინასწარ ზეიმს და ჩემპიონობას? დაელოდეთ მატჩებს და მერე ილაპარაკეთ. ძლიერი გაიმარჯვებს.

წარმატებები სამტრედიას
დიტო
30 ოქტომბერი 2016 12:51
0
ტორპედო მე-3 ადგილას გავა და კიდევ დ.ყიფიანის სახელობის თასის მფლობელიც გახდება
GFF Bot
29 ოქტომბერი 2016 23:21
0
ჯანგო სამტრედიას ჩიხურასთან შანსი არააქ..ვერ უყურებ როცა გუნდს გოლის გატანა უნდა იტანს ..უმაღლესი კლასის გუნდია
შიო
29 ოქტომბერი 2016 21:13
0
სამტრედია რო ფინალს წააგებს ჩიხურასთან ..ერთი ვიდეო უნდა მოგიძღვნა იუტუბზე
jangos
29 ოქტომბერი 2016 21:11
0
უხილავი

როგორც ბატონი გუადუა იტყვის- ისე მოიგო შენმა ხბომ ძროხაო :)
რისი ჩემპიონობა, უფალს მადლობა შესწირეთ ვერცხლისათვის :)

ჰო, ისიც არ დაგავიწყდეს რომ 4 დღეში მერანი თასის გათამაშებიდან გათიშავს ჩიხურას.
Jango
29 ოქტომბერი 2016 19:57
0
ჯანგო მოტივაცია კარგი გაქვს და ვერცხლს დაჯერდით.დამიჯერე ჩიხურა წელს ჩემპიონია
უხილავი
29 ოქტომბერი 2016 19:44
0
batumski
29 ოქტომბერი 2016 18:45
საბურტალომ ამოტენა კოლხეტი.6-1.


ხვალ ბათუმს ამოტენის ზუგდიდი ჩელე არენაზე !!!!!!
jarji21
29 ოქტომბერი 2016 19:17
0
ჩიხუუუურას ვულოცავ ამ წარმატებას, ეს გუნდი სტაბილურად და გეგმიურად მიდის წინ.
თავის ისტორიაში პირველად გახდება ვიცე ჩემპიონი,საჩემპიონო პლე-ოფში სამტრედიასთან დამარცხების შემდეგ, თუმცა ევროპალიგა განაღდებული ექნება და შეეძლება უკვე დაიწყოს მზადება.

ტორპედო კი საცოდავი არ არის რომ გავარდეს, ჰყავს ფეხბურთელები და ჰყავს მენეჯმენტი, პრეზიდენტი, იბრძოლონ და არ გავარდებიან, აბა როგორ უნდათ?
Jango
29 ოქტომბერი 2016 19:07
0
საბურტალომ ამოტენა კოლხეტი.6-1.
batumski
29 ოქტომბერი 2016 18:45
0
Qutaisi zugdidi vardeba da esaa fexburtis winsvla??
kika
29 ოქტომბერი 2016 18:25
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული