"თეთრი ჯგუფის" ლიდერმა საჩხერის "ჩიხურამ" გორში ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ აგებდა, საბოლოოდ მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
ამ გამარჯვებით სოსო ფრუიძის გუნდმა 23 ქულა დააგროვა და საჩემპიონო პლეი-ოფში მონაწილეობა გაინაღდა. დარჩენილ ტურებში თბილისის "დინამოს" აქვს თეორიული შანსი, ქულებით გაუთანაბრდეს "ჩიხურას", თუმცა უერთიერთშეხვედრებით უპირატესობა ამ უკანასკნელს ექნება (0:0, 2:1).
ლანჩხუთში "გურიამ" თბილისის "ლოკომოტივი" მიიღო
დღის ბოლოს "წითელ ჯგუფში" მე-11 ტურის შეხვედრას ჩაატარებენ "საბურთალო" და ფოთის "კოლხეთი", კიდევ სამი მატჩი კი კვირას, 30 ოქტომბერს გაიმართება.
უმაღლესი ლიგა. XI ტური
თეთრი ჯგუფი
29.10. ლანჩხუთი. ევ. შევარდნაძე.
გურია-ლოკომოტივი 1:0
გოლი: 1:0 ევგენი მურაშოვი (49).
29.10. გორი. თენგიზ ბურჯანაძე.
ჩიხურა-ტორპედო 2:1
გოლები: 0:1 ოლეგ მამასახლისი (პენ. 65), 1:1 თორნიკე გორგიაშვილი (66), 2:1 ლაშა ჩიკვაიძე (85).
30.10. თბილისი. მიხეილ მესხი (სათ)
ცხინვალი-შუქურა
წითელი ჯგუფი
29.10. თბილისი. მიხეილ მესხი. 17:00
საბურთალო-კოლხეთი
30.10. ბოლნისი. თამაზ სტეფანია. 15:00
სიონი-დილა
30.10. ქობულეთი. ჩელე არენა. 15:00
დინამო (ბთ)-ზუგდიდი
წარმატებები სამტრედიას