"ზუგდიდის" ფეხბურთელები სფფ-ს: "სიონთან" სათამაშოდ არ გავალთ, თუ...

AutoSharing Option
როგორც შევიტყვეთ, საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდის" ფეხბურთელებმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას წერილი მისწერეს, რომლის თანახმად, თუ კლუბში სიტუაცია არ გამოსწორდა, გუნდი მომდევნო ტურში მოედანზე სათამაშოდ არ გავა.

აღნიშნული ინფორმაცია ზუგდიდელთა კაპიტანმა ნიკოლოზ აფაქიძემაც დაგვიდასტურა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 30 სექტემბერს, ზუგდიდელთა კაპიტანმა ნიკოლოზ აფაქიძემ სოციალური ქსელის მეშვეობით განცხადება გაავრცელა, რომლიდან ირკვევა, რომ გუნდს სპონსორი არ ჰყავს და ის ფინანსურად მძიმე მდგომარეობაშია.

- "ზუგდიდის" კაპიტანი: ეგ ადამიანი თავს ინვესტორად არ თვლის!

"არავის არაფერში ვდებთ ბრალს, მაგრამ სფფ-ს იმიტომ მივწერეთ წერილი, რომ გვსურს, საქმის კურსში
იყვნენ.

დიდი იმედი გვქონდა, ერთიანი საფეხბურთო ფონდი გააკონტროლებდა თანხას, რომელიც კონტრაქტით გვეკუთვნის! კლუბში გვეუბნებიან, რომ საკმარისი თანხები არ აქვთ", - გვითხრა აფაქიძემ.

როგორც პრესსამსახურისგან შევიტყვეთ, კლუბის ხელმძღვანელობა ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ხვალამდე გააკეთებს.

აქვე გეტყვით, რომ "ზუგდიდისა" და "სიონის" დაპირისპირება 5 ნოემბერს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 20 /
უკრაინელმა თაღლითებმა ფული მიითვისეს და წავიდნენ.თავიდანვე ნათელი იყო ის რომ ეს საეჭვო რეპუტაციის ხალხი ფულის გამო ჩამოვიდნენ და მიიღეს კიდეც.ბევრი არ შეწუხებულან ისე.ყოჩაღ!ასე უნდა.ზუგდიდელებმა ჩვენ თავს უნდა დავაბრალოთ რაც ხდება.სხვაგან რო იყოს ეს ამბავი აქამდე გააგდებდნენ ინალიშვილს და იმ ხროვას ვინც გუნდში არიან მოკალათებული.ფეხბირთელები იჩაგრებიან ყოველთვის და გულშემატკივრები.ზარალდება ქალაქი.გალელებს სულ ფეხზე კიდიათ ზუგდიდი.ამიტომ დროა თვითონ მიხვდნენ რომ ზუგდიდი სულ სხვაა და გაუდგნენ თავიანთ გზას და დაგვანებონ თავი ინალიშვილებმა და ყოლბაიამ და სხვებმაც ვისაც ზუგდიდთან და ზუგდიდის ფეხბურთან არაფერი აკავშირებს
გოგა
01 ნოემბერი 2016 10:17
0
სიონი უნდა გავარდეს
ალიკა
01 ნოემბერი 2016 09:38
0
დროა
ალიკა
01 ნოემბერი 2016 09:37
0
სანამ ეგ ამბავი მოხდებოდა ხო რასქვია პირველზე იყავით რა :) ცუდია ასეთი რაღაცეები რომ ხდება მაგრამ ამ შემთხვევაში სპონსორი თუ გაექცათ კაიცაა ფული რაში უნდა ჩაყაროს გავარდნაში
otari
31 ოქტომბერი 2016 20:33
0
ახია და უარესის ღირსებიც არიან.
giga
31 ოქტომბერი 2016 17:56
0
გოგოხიამ თურმე განუცხადა ფეხბურთელებს რომ თუ უხელფასოდ არ ითამაშებენ შეუძლიათ გუნდი დატოვონ! თუ ზუგდიდი გავარდა უმაღლესი ლიგიდან ეს ირაკლი გოგოხიას დამსახურება იქნება ზუგდიდელებო იცოდეთ!
სლავა
31 ოქტომბერი 2016 17:23
0
ფედერაცია უნდა ჩაერიოს ამ საქმეში.აშკარაა რომ გაფლანგულია ათიათასობით გუნდში გადმორიცხული ფული.
გიორგი
31 ოქტომბერი 2016 17:16
0
ამ გოგოხიამ ასიათასობით ვალები და მამისეული დაყადაღებული ლუდის ქარხანა აი რითი გაისტუმრა თურმე.ამ ბიჭების ნაოფლარით ალბათ, რომელსაც შხამად შეარგებს ღმერთი.
ჯიჯი
31 ოქტომბერი 2016 16:55
0
ბოლოსდაბოლოს ფედერაცია თუ მიხედავს ამ საქმეს.უნდა აღიძრას საქმე და ვინც დასასჯელია უნდა დაისაჯოს ვინც არ უნდა იყოს ის,გოგოხია თუ ყოლბაიას სიძე ინალიშვილი.
დათო
31 ოქტომბერი 2016 16:45
0
კეთილი ინებონ გოგოხიამ და ინალიშვილმა,და დააკმაყოფილონ ბიჭები.ამათ ნაოფლარ ფულს ვენაში რომ იჩხერდნენ მაშინ კი სიამოვნებდათ.
სოსო
31 ოქტომბერი 2016 16:34
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული