"ზუგდიდის" ფეხბურთელები სფფ-ს: "სიონთან" სათამაშოდ არ გავალთ, თუ...

AutoSharing Option
როგორც შევიტყვეთ, საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდის" ფეხბურთელებმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას წერილი მისწერეს, რომლის თანახმად, თუ კლუბში სიტუაცია არ გამოსწორდა, გუნდი მომდევნო ტურში მოედანზე სათამაშოდ არ გავა.

აღნიშნული ინფორმაცია ზუგდიდელთა კაპიტანმა ნიკოლოზ აფაქიძემაც დაგვიდასტურა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 30 სექტემბერს, ზუგდიდელთა კაპიტანმა ნიკოლოზ აფაქიძემ სოციალური ქსელის მეშვეობით განცხადება გაავრცელა, რომლიდან ირკვევა, რომ გუნდს სპონსორი არ ჰყავს და ის ფინანსურად მძიმე მდგომარეობაშია.

- "ზუგდიდის" კაპიტანი: ეგ ადამიანი თავს ინვესტორად არ თვლის!

"არავის არაფერში ვდებთ ბრალს, მაგრამ სფფ-ს იმიტომ მივწერეთ წერილი, რომ გვსურს, საქმის კურსში
იყვნენ.

დიდი იმედი გვქონდა, ერთიანი საფეხბურთო ფონდი გააკონტროლებდა თანხას, რომელიც კონტრაქტით გვეკუთვნის! კლუბში გვეუბნებიან, რომ საკმარისი თანხები არ აქვთ", - გვითხრა აფაქიძემ.

როგორც პრესსამსახურისგან შევიტყვეთ, კლუბის ხელმძღვანელობა ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ხვალამდე გააკეთებს.

აქვე გეტყვით, რომ "ზუგდიდისა" და "სიონის" დაპირისპირება 5 ნოემბერს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 20 /
უკრაინელმა თაღლითებმა ფული მიითვისეს და წავიდნენ.თავიდანვე ნათელი იყო ის რომ ეს საეჭვო რეპუტაციის ხალხი ფულის გამო ჩამოვიდნენ და მიიღეს კიდეც.ბევრი არ შეწუხებულან ისე.ყოჩაღ!ასე უნდა.ზუგდიდელებმა ჩვენ თავს უნდა დავაბრალოთ რაც ხდება.სხვაგან რო იყოს ეს ამბავი აქამდე გააგდებდნენ ინალიშვილს და იმ ხროვას ვინც გუნდში არიან მოკალათებული.ფეხბირთელები იჩაგრებიან ყოველთვის და გულშემატკივრები.ზარალდება ქალაქი.გალელებს სულ ფეხზე კიდიათ ზუგდიდი.ამიტომ დროა თვითონ მიხვდნენ რომ ზუგდიდი სულ სხვაა და გაუდგნენ თავიანთ გზას და დაგვანებონ თავი ინალიშვილებმა და ყოლბაიამ და სხვებმაც ვისაც ზუგდიდთან და ზუგდიდის ფეხბურთან არაფერი აკავშირებს
გოგა
10:17 01-11-2016
0
სიონი უნდა გავარდეს
ალიკა
09:38 01-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული