უმაღლესი ლიგა. XII ტური: "ტორპედომ" პრინციპულ მატჩში "გურია" გაანადგურა

AutoSharing Option
6 ნოემბერს, უმაღლესი ლიგის 4 შეხვედრა გაიმართა. ტურის ბოლო შეხვედრა ქუთაისში ადგილობრივ "ტორპედოსა" და ლანჩხუთის "გურიას" შორის ჩატარდა.

- უმაღლესი ლიგა. XII ტური: ვიაჩესლავ გროზნის პირველი მოგება

ქუთაისელებმა პრინციპულ შეხვედრაში მეტოქე ანგარიშით 5:0 გაანადგურეს. ანგარიში მატჩის 11-ე წუთზე ოლეგ მამასახლისმა გახსნა, რომელმაც პენალტი გაიტანა. პირველი ტაიმი ასეც დასრულდა. 49-ე წუთზე უძლიერესი დარტყმით სხვაობა ორამდე ბექა ტუღუშმა გაზარდა, რასაც 78-ე წუთზე შოთა ბაბუნაშვილის გოლიც მოყვა. ამის მერე თორნიკე კაპანაძის დროც დადგა, რომელმაც 82-ე და 84-ე წუთებზე დუბლი გაიფორმა და მატჩის საბოლოო
ანგარიშიც დააფიქსირა.

"ტორპედოს" 12 ქულა დაუგროვდა და "თეთრ ჯგუფში" მე-4 ადგილზეა, "გურია" კი 11 ქულით ბოლოსწინა, მე-6 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
QWERTY უკაცრცრავად მაგრამ, კონტაქტი აშკარა იყო კაპანაძის მიმართ გურული ფეხბურთელის მხრიდან და ეს უკვე დარღვევაა...აი გააფრომრა თუ გადააფორმა,კონტაქტი და თამაშის წესის დარღვევა იყო საჯარიმოში, რასაც როგორც წესი თერთმეტმეტრიანის შესრულების უფლება მოყვება ხოლმე მეტოქე გუნდისმკხრიდან...
geostili1
01:54 07-11-2016
0
QWERTY-ს... შენთვის მატარებელია ჩამომდგარი... სპეც რეისია... არ გაგასცროს,იჩქარე!
qutaisi
23:10 06-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული