რა მოხდა მარტვილში? "სალხინოს" მთავარი მწვრთნელი გარიგებას და ბრალდებას უარყოფს

AutoSharing Option
ფოტოზე: ჯესი სურმავა
ბოლო პერიოდში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ოზურგეთის "მერცხალის" პრეზიდენტ მამუკა გოგუაძის მიერ პრესაში გამოქვეყნებულმა ინფორმაციამ, თითქოს, საქართველოს ჩემპიონატის II ლიგის (დასავლეთი ზონა, "ბ" ჯგუფი) მე-12 ტურის შეხვედრა მარტვილის "სალხინოსა" და გათამაშების ლიდერ ქედის "ბეთლემს" შორის ჩაწყობილი იყო. ცნობისთვის, სტუმრებმა მატჩი 3:2 მოიგეს...

ჯერ იმაზე, თუ რა თქვა მამუკა გოგუაძემ მედიასთან:

"შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ სამივე გოლი კურიოზული და საეჭვო იყო. მარტვილელებმა სამივე ბურთი, ფაქტობრივად, საკუთარ კარში გაიტანეს. ორ
შემთხვევაში მასპინძლებმა სტუმრები თავად გაიყვანეს მეკარესთან პირისპირ, ხოლო ერთ შემთხვევაში მეკარეს "დაეზარა" ბურთის დაჭერა. ეს ყველაფერი უკანასკნელ 6 წუთში მოხდა. თამაში კი 18 წუთის დაგვიანებით დაიწყო. ვითხოვთ პასუხს ფედერაციისგან, თუ რატომ დაიწყო მატჩი დაგვიანებით? დარწმუნებული ვარ, რომ ეს გარიგებული მატჩი იყო".

"ლელოსთან" საუბარში მარტვილის საფეხბურთო სკოლის დირექტორმა და "სალხინოს" მთავარმა მწვრთნელმა ჯესი სურმავამ უარყო ბრალდება და დეტალურად ისაუბრა მატჩის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე:

"მატჩის წინა დღეს, 10 ნოემბერს, ოზურგეთის "მერცხალის" ხელმძღვანელი მამუკა გოგუაძე ჩემს ახლო ნათესავთან ერთად მარტვილში იმყოფებოდა. მან ჩვენს გუნდს, მოგების შემთხვევაში, ფინანსური წახალისება შესთავაზა, თუმცა ამაზე კატეგორიული უარი განვაცხადეთ. იმის მიუხედავად, რომ ეს კრიმინალად არ ითვლება, ეწინააღმდეგება "ფეარ პლეის" პრინციპებს, რაც ჩვენთვის მიუღებელია - ეს არასოდეს გაგვიკეთებია და არც გავაკეთებთ...

ბატონი მამუკას თქმით, თითქოს ბოლო 6 წუთში 3 გოლი გავუშვით, რაც მტკნარი სიცრუეა! მოწინააღმდეგემ გოლები არა 84-ე, არამედ 70-ე წუთიდან გაგვიტანა. ამის გადამოწმება დიდ სირთულეს ნამდვილად არ წარმოადგენს, ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია ნახოს თამაშის ჩანაწერი".

მისივე თქმით, ავტორი წერილში "სათადარიგო გეგმის" შესახებაც აკეთებს აქცენტს და ამტკიცებს, რომ მარტვილელებს "ბუფერულ ზონაში" გადასვლის შანსი ოზურგეთში ადგილობრივი "მერცხალისა" და სენაკის "ეგრისის" მატჩის ფრედ დასრულებისა და თავად მათი გამარჯვების, ანუ ქედის "ბეთლემის" დამარცხების შემთხვევაში ჰქონდათ.

თითქოს, "სალხინომ" "გეგმა B" აამუშავა მას შემდეგ, რაც ოზურგეთში ანგარიში 4:1 გახდა მასპინძელთა სასარგებლოდ. არადა, ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტური იყო დარჩენილი, გუნდებს შორის 10-ქულიანი სხვაობა კი იმას ნიშნავდა, რომ "სალხინოს" პირველი ადგილის დაკავების თეორიული შანსიც აღარ ჰქონდა.

"გამომცემლობას საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს, - აგრძელებს სურმავა. - არაპროფესიონალმა ჟურნალისტმა, რეალური ფაქტების ნაცვლად, რაღაც მოსაზრებებზე ააგო სტატია. სამაგიეროდ, ამან ჩვენს გუნდს ჩირქი მოსცხო. ამიტომ, თუ მათ არ აღიარეს ფაქტებში ცდომილება, მზად ვართ,  ცილისწამებისთვის სასამართლოს მივმართოთ და მოვითხოვოთ ჩვენი უფლებების დაცვა.

ამას გარდა, ავტორი ვიღაც-ვიღაცების საამებლად წერს, რომ ვითომ დაუკავშირდა ფედერაციის მაღალჩინოსანს, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, თუმცა პესიმისტურად უპასუხა, რომ ამაზე რეაგირების იმედი სფფ-დან ვინმეს ნაკლებად უნდა ჰქონდესო. აი, როგორ აბსურდთან გვაქვს საქმე...

ჩვენ უკვე ვესაუბრეთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივანს, ბატონ დავით მუჯირს, რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელს, ბატონ გოჩა თამაზაშვილსა და სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ბატონ კახა ჭუმბურიძეს, ჩავუტანეთ ფირი. უახლოეს დღეებში ფედერაციის შესაბამისი სამსახურები გაეცნობიან მასალას და თავიანთ პოზიციასაც დააფიქსირებენ.

მათგან განსხვავებით, გვჯერა, რომ გადაწყვეტილება სამართლიანი იქნება. ჭეშმარიტების დადგენაში უპირველესად ჩვენ ვართ დაინტერესებულები...

ისიც კარგად გვესმის, რომ ოზურგეთის "მერცხალის" ხელმძღვანელი, ალბათ, შემოთავაზებაზე ჩვენი მხრიდან უარყოფით პასუხს არ ელოდა, რამაც მისი პათოსი აგრესიული გახადა. ვურჩევდი, თავი დაანებოს ამ მანკიერ პრაქტიკას და სხვა გუნდის წასახალისებელი თანხა საკუთარ ფეხბურთელებს მოახმაროს. ასევე, შევახსენებ, რომ მიმდინარე სეზონში მათი გუნდი "ბეთლემთან" სწორედ 3:2 დამარცხდა, თამაშის უკანასკნელ წუთებში", - ამბობს სურმავა.

ჩვენ მარტვილის "სალხინოს" მთავარ მწვრთნელს იმაზეც ვკითხეთ, მართლა დაიწყო თუ არა მატჩი დაგვიანებით და რა იყო ამის მიზეზი? სურმავამ ეს ინფორმაცია დაგვიდასტურა, თუმცა დაამატა, რომ ეს მისი გუნდისგან დამოუკიდებლად მოხდა და რომ სტუმართა გუნდმა სხვადასხვა პრობლემის გამო რამდენიმე წუთით დააგვიანა...

ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვამტკიცებთ იმას, თუ რომელი მხარეა მტყუანი ან მართალი. მეორე მხრივ, დღევანდელ ქართულ ფეხბურთში გარიგებები თუ ჩაწყობები არავის უკვირს. ამისთვის უტყუარი მტკიცებულებებია საჭირო, რათა ენთუზიაზმზე მომუშავე საქმიან ხალხს ტყუილუბრალოდ რეპუტაცია არ შეელახოთ.

ვნახოთ, რა გაგრძელება მოჰყვება ამ ამბებს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
ტყუილად წვალობს ბატონი მამუკა გოგუაძე, დღეს სენაკის ეგრისსაც შესთავაზა 10 000 ლარი რომ ქედის ბეთლემისათვის მოეგო, მაგრამ ძალა აღმართ ხნავს და ბეთლემმა რამოდენიმე წუთის წინ დაამარცხა სენაკის ეგრისი 3-1, მიუხედავად იმისა რომ სტუმრები თავს იკლავდნენ მოგებისათვის და მსაჯმაც პენალტი ისცა სრულიად დაუმსახურებლად... ქედის ბეთლემმა ათასი წინაღობის და ცილისწამების მიუხედავად პირველი ადგილი დაიკავა და პირველი ლიგისთვის დაიწყო მზადებაა... რაც შეეხება 21 ნოემბერს ოზურგეთტან გასამართ მატჩს ის სიმბოლურია და მიუხედავად ამისა მერცხალი იქაც დამარცხდება. რადგან ქედის ბეთლემი მეორე ლიგაში ერთერთი საუკეთესო გუნდია თავისი ფანებით....! აი ამაშია საქმე..... =D
ბეთლემი-ქედა
15 ნოემბერი 2016 16:33
0
ჯესი მაგარი პროფესიონალია და უწესიერესი კაცი,არ იკადრებს ეგეტებს
gia
15 ნოემბერი 2016 16:31
0
ნაკრებმა ვისგა უნდა მოუგოს,,საპოჯნიკებს და კალატოზებს ვერ უგებს ცესიერად,,,ფარერის ნაკრებზე ვამბობ,,რისტვის ტამასჰობენ რო ფეხბურტელი ერკვას და მერე ფული გაპრავოს და დეპუტატი გახდეს,,,
anzora
15 ნოემბერი 2016 14:39
0
ნაკრებმა ვისგა უნდა მოუგოს,,საპოჯნიკებს და კალატოზებს ვერ უგებს ცესიერად,,,ფარერის ნაკრებზე ვამბობ,,რისტვის ტამასჰობენ რო ფეხბურტელი ერკვას და მერე ფული გაპრავოს და დეპუტატი გახდეს,,,
anzora
15 ნოემბერი 2016 14:10
0
პირველობის ჰატარების ტავიც არ გვაკვს კარტველებს,,,პარლამენტსჰი იკარეტ კენჯი ფეხბურტელებო,,იკნებ კაცი დადგეს ტკვენგან...ტან ოცნებასჰი..უფრო პრივილეგიაა,,,,,მეცოდებაჰემი კვეკანა..
anzora
15 ნოემბერი 2016 14:07
0
პირველობის ჰატარების ტავიც არ გვაკვს კარტველებს,,,პარლამენტსჰი იკარეტ კენჯი ფეხბურტელებო,,იკნებ კაცი დადგეს ტკვენგან...ტან ოცნებასჰი..უფრო პრივილეგიაა,,,,,მეცოდებაჰემი კვეკანა..
anzora
15 ნოემბერი 2016 12:49
0
პირველობის ჰატარების ტავიც არ გვაკვს კარტველებს,,,პარლამენტსჰი იკარეტ კენჯი ფეხბურტელებო,,იკნებ კაცი დადგეს ტკვენგან...ტან ოცნებასჰი..უფრო პრივილეგიაა,,,,,მეცოდებაჰემი კვეკანა..
anzora
15 ნოემბერი 2016 12:44
0
მეორე ლიგაში მართლაც სრული განუკითხაობაა. მანდაა ჩაწყობების ბუმი თუა. აბა რას მივაწეროთ ხოკეის ანგარიშები? 7-4. 6-2, 11-2 და ა.შ... კარგით რა, სირაქლემას პოზაში ვართ ყველა.
ქომაგი
15 ნოემბერი 2016 12:33
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული