17:09 17-11-2016
საქართველოს მეორე ლიგის მატჩში ფეხბურთელებმა მსაჯს სცემეს [VIDEO]
AutoSharing Option
"შევარდენი 1906"-სა და სოხუმის "ცხუმს" შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ "ცხუმის" ფეხბურთელებმა, საკუთარი გუნდის ორი მოთამაშის გაძევებით უკმაყოფილოებმა, არბიტრს, გიორგი ვადაჭკორიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
აღნიშნულ ინციდენტს ორივე კლუბი გამოეხმაურა:
"ცხუმის" პრეზიდენტი ალექსანდრე წულაია:
"ვაცხადებ, რომ "ცხუმის" ცალკეული ფეხბურთელის ქმედება კატეგორიულად მიუღებელია. ეს არის სპორტსმენის მხრიდან სპორტული პრინციპების დარღვევა, გუნდისა და თანაგუნდელების დიდი შრომის დაუფასებლობა. ფეხბურთელებმა, რომლებიც აღნიშნულ ინციდენტში მონაწილეობდნენ, შელახეს ზოგადად ფეხბურთის, ჩვენი გუნდისა და მსაჯების ღირსება.
საფეხბურთო კლუბი "ცხუმის" მიერ უკვე განხორციელდა ზომები: ინციდენტში მონაწილე ფეხბურთელებთან შეწყდა კონტრაქტი, კლუბის ერთ-ერთი მწვრთნელი გათავისუფლებულია პოსტიდან.
16 ნოემბრის მატჩის არბიტრი გიორგი ვადაჭკორია არის მაღალი კლასის მსაჯი და აღნიშნული შეხვედრაც კვალიფიციურად წარმართა. მსურს გუნდის სახელით მას მოვუხადო ბოდიში და ვუსურვო წარმატებები, ასევე ვუხდით ბოდიშს საზოგადოებას ამ ინციდენტის გამო.
გუნდის სახელით საფეხბურთო კლუბ "შევარდენს" ვულოცავ გამარჯვებას".
"შევარდენი 1906":
"ს.კ. ''შევარდენი-1906"-ის ფეხბურთელებს ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ''ცხუმის'' ფეხბურთელების მხრიდან მსაჯთა ბრიგადის მისამართით. ს.კ. ''შევარდენი-1906'' კატეგორიულად ემიჯნება და გმობს ნებისმიერ ძალადობას და არასპორტულ საქციელს".
მატჩი "შევარდენი 1906"-ის გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა. ამ გამარჯვების შემდეგ "შევარდენი 1906" სატურნირო ცხრილში 32 ქულით მეორე ადგილზე გადავიდა. "ცხუმი" კი 34 ქულით პირველ ადგილზეა.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
ვუთხარი, სიჭინავასაც ვუთხარი და
კობიაშვილსაც ვუთხარი, რომ გაგდება
ადამიანის არ შეიძლება. დააშავა,
დაუნიშნე პენალტი. არა აქვს მნიშვნელობა სად დააშავა. ფუჭდება
თამაში, სანახაობა და ხშირად უსამართლოდაც აძევებენ, სიმულიანტები ისე აფორმებენ ხოლმე
ჰოლივუდის ვარსკვლავებს ჯაბნიან.
ყვითელი ბარათი საერთოდ მარაზმია,
ერთ თამაშში მიიღებ, ორი თვის მერე
მეორეს და მერე გამოტოვებ მატჩს.
გადმოვიტანოთ ცხოვრებაში ეს წესი:
ვთქვათ მიდიხარ ქუჩაში და ვიღაცამ
წიხლი გითავაზა, მოირბინა პატრულმა
აუფრიალა ყვითელი ბარათი და წავიდა. ორი თვის მერე კიდევ თუ
ამოაკრავს წიხლს ვინმეს, შემდეგ
დღეს სახლიდან ვერ გამოვა.
არის მარაზმი, ჰოდა ზემოთ ჩამოთვლილი პერსონებიდან სამი
ჩამოაშორეს ფუტბოლს მეოთხე ჯერ
კიდევ ხიბლშია.