შევიტყვეთ, რომ "დინამო" უკრაინის მოქალაქეობის მქონე ფეხბურთელს უკვე დაუკავშირდა და მასთან მოლაპარაკებებიც დაიწყო. ფარცვანიას შეძენა გუნდის მთავარ მწვრთნელ ვიაჩესლავ გროზნის სურვილია.
ფარცვანია 25 წლისაა. ის თბილისში დაიბადა, 2004-ში უკრაინაში გადაბარგდა და იქაური მოქალაქეობაც მიიღო. მას უკრაინის ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები, 2009 წელს კი 19-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა.
თავის დროზე ფარცვანია კიევის "დინამოში" თამაშობდა და უკრაინული ფეხბურთის ერთ-ერთ მთავარ იმედად ითვლებოდა.
თემურ ფარცვანიას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მოწვევით გუნდის მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისიცაა დაინტერესებული.